ყველაზე ორიგინალური საჩუქრები ვალენტინობის აღსანიშნავად

248

1.ნიუ-იორკის ცენტრალურმა პარკმა ქალბატონებისთვის ორიგინალური საჩუქარი მოიფიქრა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია 50 დოლარის სანაცვლოდ ათეულობით ტიტა, ნარცისი ან ქრიზანტემა პარკის ტერიტორიაზე დარგოს და საყვარელ ადამიანს მიუძღვნას. მფლობელს ელექტრონულ ფოსტაზე მისალოცი შეტყობინება მიუვა, რომ ამიერიდან  ცენტრალურ პარკში მისი სახელობის ყვავილები ხარობს. მართალია, მემორიალურ დაფას არ განათავსებენ,  მაგრამ ქალბატონებს, რომლებსაც ყვავილის  მოწყვეტა და მისთვის სიცოცხლის წართმევა არასწორად მიაჩნიათ, ეს საჩუქარი ნამდვილად გაახარებთ.

1

  1. ამერიკელმა ფოტოგრაფმა ჯეისონ ბოლანდმა გადაწყვიტა, რომ საცოლისთვის მხოლოდ სახლის გასაღების გადაცემა არც ისე ეფექტური იქნებოდა, ამიტომ ლოს-ანჯელესის გარეუბანში ნაყიდი სახლი თავიდან ბოლომდე შეფუთა, თან წითელი გულებით და უზარმაზარი ბანტით მორთო.

2

  1. თამაშების მოყვარულმა EquinnoxX გადაწყვიტა, თავისი მეორე ნახევრისთვის ხელი ისევ თამაშის საშუალებით ეთხოვა. პირველ რიგში, მან Player 1 და Player 2 შეცვალა სახელებით Quinn და Emy, ყველა ტურის გავლის შემდეგ კი, ეკრანზე წარწერა გამოჩნდა…

3

 

  1. ბრაზილიელ გოგონას, მანუელას სახლიდან გამოსვლისას ვარდების წვიმა დახვდა. ვერტმფრენიდან ასეულობით ფერად ვარდს ყრიდნენ. გოგონას, რათქმაუნდა, ორიგინალური საჩუქარი ესიამოვნა, მაგრამ როგორც ადგილზე მისულმა პოლიციელებმა გაარკვიეს, მისი შეყვარებული ორიგინალური სანახაობის მოსაწყობად ორ ობიექტს დაესხა თავს და იარაღის მუქარით თანხა გაიტაცა. მანუელამ მისი თავგანწირვა დააფასა და ელოდებოდა, სანამ ბიჭი ციხიდან გამოვიდა.

4

5.ბრიტანელმა შემსრულებელმა ნეილ ენდრიუ მეგსონმა, მეგობარ ჟაკლინთან ერთად გადაწყვიტა სიყვარული ყველაზე უცნაური გზით დაემტკიცებინა. წყვილი ქირურგიული ჩარევის გზით მაქსიმალურად დაემსგავსა ერთმანეთს. ნეილს ხელოვნური მკერდის გაკეთებაც მოუწია.

5

  1. ბრიტანელი ჰიუსტონ ჰაუსის მეუღლე,ქორწინებიდან 30 წლის შემდეგ გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ხსოვნის პატივსაცემად, ჰიუსტონმა საკუთარ ფერმაში 6000 მუხის ხე დარგო და მათ გულის ფორმა მისცა.

6

7

მოამზადა: თინა ღურწკაიამ