მილიონერობის კანდიდატი ზოდიაქოს ნიშნების TOP- სამეული

115

დიდი ფულის შოვნა და ზოგადად, უზრუნველი ცხოვრება, აბა, მითხარით, რომელ თქვენგანს არ სურს?

მაგრამ იმას, თუ რამდენად გაქვთ იღბალი და ნიჭი სოლიდური კაპიტალის დასაგროვებლად, არა მხოლოდ თქვენი გამჭრიახობა და ცოდნა (თუნდაც ორი დიპლომის ქონა), არამედ ვარსკვლავების განლაგება და კონკრეტულად, თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს.

არსებობს საკმაოდ ცნობილი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე მდიდარი და ფინანსურად წარმატებული ადამიანები. გთავაზობთ ამ ნუსხას და თუ მასში საკუთარი თავი წინა ფლანგზე აღმოაჩინეთ, ის დროა, ხელები დაიკაპიწოთ და საქმეს შეუდგეთ…

როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტი მილიონერი და მილიარდერი ქალწულის ნიშნით იბადება – 98%. ამ ხალხის ძირითადი კაპიტალი საბანკო-საფინანსო სფეროში მოღვაწეობის შედეგია.

მას გვერდს უმშვენებს მორიელი – 91%. ისინი, როგორც წესი, ფულს სადაზღვევო ბიზნესით, სალომბარდო ან აზარტული თამაშების ქსელის ფლობით შოულობენ. არც არალეგალურ შემოსავლებს ერიდებიან.

არანაკლებ წარმატებულია ფინანსურად ტყუპის ზოდიაქო – ამ ხალხის შემოსავლის წყარო, ძირითადად, მედიასფეროა – ბეჭდური მედია, ინტერნეტკომუნიკაცია და ა.შ.

წყარო