კენდალ ჯენერი პარფიუმერულ ფირმას უჩივის

106

კენდალ ჯენერი კანის მოვლის საშუალებების მწარმოებელ Cutera-ს დაუპირისპირდა, რომელმაც მოდელის ფოტო უნებართვოდ გამოიყენა. რეკლამა ნიუ-იორკის თავშეყრის ადგილებში მოდის კვირეულამდე ერთი თვით ადრე გამოჩნდა. კომპანიას არ უთხოვია ჯენერისგან თანხმობა, რის გამოც საქმე სასამართლომდე მივიდა.

მოდელი ფოტოებს იღებს სხვადასხვა ჟურნალისთვის, აქვს ტანსაცმლის ხაზი, მონაწილეობს რეალითი შოუში და აქტიურადაა ჩართული სოციალურ ცხოვრებაში. მისი ყოველთვიური მოგების დაანგარიშების შემდეგ, ჯენერის ადვოკატმა 10 მილიონი დოლარის კომპენსაცია მოითხოვა.

1