7 სიახლე კიმ კარდაშიანის შესახებ

90

კიმ კარდაშიანის ახალი ინტერვიუ Editorialist -ის გაზაფხული-ზაფხულის ნომრისთვის მომზადდა. კიმმა ისაუბრა შვილებსა და ოჯახურ ცხოვრებაზე, წიგნზე, რომელიც შარშან გამოუშვა და სამომავლო გეგმებზე.

  1. ,,ხალხს ჰგონია, რომ სახლში ყველაფერს დედა აკონტროლებს, სინამდვილეში ის კარგ რჩევებს გვაძლევს და გვეხმარება. მე ვამბობ ,,კაილი ეს გააკეთე“ ან ,,კენდალ, ეს უნდა გააკეთო“, ბრენდზე სრული პასუხისმგებლობა მე მაკისრია“.
  2. ჩვენი ოჯახის ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ მხედველობაში არ ვიღებთ პირად სივრცეს და საერთოდ არ გაგვაჩნია ის. დილას ნორსთან ერთად ვატარებ, შემდეგ მთელი დღე ვმუშაობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა გადაღებებს და პირად ცხოვრებას შორის, როცა ინფორმაციას ხალხს ვუზიარებ.
  3. მე მსიამოვნებს ის, რასაც ვაკეთებ, ეს მაბედნიერებს. განსაკუთრებით, როცა ოჯახი გყავს, ჩემს დებთან ერთად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვიღებ, ეს ურთიერთთანამშრომლობაა.
  4. Selfish მთლიანად კანიეს იდეა იყო, სახელიც მან შეარჩია და ფოტოგრაფიც გამაცნო. ეს ძალიან მაგარი და სასაცილო წიგნია,. თანაც სელფების წიგნი ჯერ არავის გამოუშვია. ჩემთვის ღირებული და დასაფასებელია მისი აზრი, თუმცა ზოგჯერ ჩემი და ჩემი დების ატანაც უწევდა.
  5. ცოტა ხანში ჩემი ახალი სუნამო გამოვა, რითაც ძალიან გახარებული ვარ, მოდის ბიზნესში აქტიურად ჩავერთე. მეორე სუნამოს გამოშვება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ზუსტად განვსაზღვრო, როგორი უნდა იყოს ეს ბრენდი.
  6. მე რეალისტი ვარ. კარიერის დასაწყისში, ეკრანზე დიდი დოზით გამოჩენა დამეხმარა, მაგრამ შემდეგ, როცა განვქორწინდი, ხალხი, ვისაც ინტერვიუს ვაძლევდი, ვისაც მეგობრებად მივიჩნევდი, ვერ მიგებდა. ყველაფერი საპნის ბუშტივით ქრებოდა. ძლიერი ვარ და შევძელი, ეს გადამეტანა, მაგრამ დიდი დრო დამჭირდა.
  7. როდესაც ნორსი დაიბადა, ვფიქრობდი, შეძლებს ასეთი ცხოვრების ატანას? ჩვენი ოჯახი ისეთი საჯაროა, მაგრამ ვენდობი ადამიანებს, ვინც ჩვენს ცხოვრებაში შემოდის და გვირჩევს. ნორსმა იცის, როგორი მომავალი ელოდება, მასთან ურთიერთობას დიდ დროს ვუთმობ და ბევრ რამეს ვუსრულებ. მინდა, კეთილი ადამიანი გაიზარდოს იმ ქაოსის პირობებში, სადაც ცხოვრება უწევს.

 

3333