რას ვერ მოითმენენ ვერაფრით ზოდიაქოს ნიშნები

103

ადამიანები იშვიათად აღიარებენ თავიანთ უარყოფით მხარეებს, მაგრამ სხვებისას მალევე ამჩნევენ. ასტროლოგების აზრით, ასე თუ ისე გაიგებთ, რას ვერ იტანს ესა თუ ის ადამიანი, თუ მისი ზოდიაქოს ნიშანი იცით.
ვერძი
თავის მობეზრებას. “შეწყვიტეთ ჩემთვის დღეში ასჯერ დარეკვა. მე ვიცი, როდის შეგხვდები”. ნუ დაჩაგრავთ სუსტებს ვერძის თანდასწრებით, თორემ ინანებთ. ნუ შეაწუხებთ რჩევებით. იგი ნებისმიერ სირთულეს თავად გაუმკლავდება. ვერძი მოიწყენს, როცა ყოველი დღე ერთმანეთს დაემსგავსება. ამიტომაც ეძებს თავგადასავლებს.

კურო

ვერ იტანენ მონოტონურ ლექციებს, უყვართ გონიერი, მოლაპარაკე ადამიანები. ნუ შეეფეთებით წარამარა. “უმჯობესია, რაიმე სასარგებლო საქმე აკეთო”. კუროების უმრავლესობას უყვარს ყურადღება, მოფერება, მაგრამ არა ტრაფარეტული სიტყვები და გადამეტებული მზრუნველობის გამოხატვა.

ტყუპი

უპიტივცემლობას. ტყუპი ყველასთვის ავტორიტეტი უნდა იყოს. სხვების ნაამბობს ურჩევნიათ, ყველაფერი საკუთარი თვალით ნახონ. ნუ შეზღუდავთ. მიეცით თავისუფლად მოქმედების საშუალება. თუ დაიწყეთ, ყველაფერი დაწვრილებით მოუყევით.

კირჩხიბი

მისი დევიზია: “ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა”. მისი სახლი მუდამ მოწესრიგებული უნდა იყოს. “თუ დამპირდი, კეთილი ინებე და შეასრულე, თორემ ნახავ, რაც მოგივა”. ნუ
ეცდებით მისთვის თავის მოწონებას, მალევე გაგშიფრავთ. იყავით ის, ვინც სინამდვილეში ხართ.

ლომი

ტყუილს. ლომი არ გაპატიებთ, თუ სულელად ჩათვლით და მის მოტყუებას ეცდებით. ნუ იწუწუნებთ, რომ არ შეგიძლიათ გაკეთება, შეცვლა, იმოქმედეთ. ლომი ხელგაშლილია და სხვებისგანაც იმავეს მოითხოვს. ეჭვიანობას. “უნდა მენდო!”

ქალწული

ცუდ მასპინძლობას. ქალწულებს უყვართ სტუმრების მიღებაც და სხვებთან სტუმრად სიარულიც. არაკურატულობა. ფეთხუმ ადამიანთან ქალწულებს ვერ ექნებათ კარგი ურთიერთობა. ცნობისმოყვარეებს. “როცა საჭიროდ ჩავთვლი და თუ ჩავთვლი, მაშინ მოგიყვებით, ნუ შემაწუხებთ კითხვებით”.

სასწორი

უხეშობას. სასწორი მეგობრული და სათუთი არსებაა, უკულტურო და ბილწსიტყვიან ადამიანის გვერდით ვერ გაჩერდება. გულგრილობას. ადამიანის გასაჭირის მიმართ ნუ იქნებით ბრმა. კონფლიქტს. ნუ ასწავლით, როგორ უნდა იცხოვრონ.

მორიელი

ზედაპირულობას. საქმის არსში ბოლომდე ჩაწვდომა ყველა მორიელის საყვარელი საქმიანობაა. სიყალბეს. “ილაპარაკე ის, რასაც ფიქრობ და გრძნობ”. კრიტიკას.

ფანტაზიორებს. თუ მიზანი დაისახე, იმოქმედე მის შესასრულებლად. შეცოდებას “ნუ დაინდობ სხვას, იმიტომ, რომ შენც არავინ დაგინდობს”.

მშვილდოსანი

შეუსრულებელ დაპირებას “თუ დამპირდი, – შემისრულე”. მოწყენილობას. არასდროს დაკარგავს დროს მოსაწყენ ხალხზე, საქმიანობაზე. ცხოველების მოძულეებს. მშვილდოსნებს უყვართ ცხოველები და მათი დაჩაგვრის უფლებას არავის მისცემენ. რჩევებს. “მე თვითონ ვიცი როგორ ჯობია!”

თხის რქა

მიზნის არ არსებობა. თხის რქას აინტერესებს ადამიანები, რომლებმაც იციან რა უნდათ და იბრძვიან მის მისაღწევად. გაუთვალისწინებელ მოვლენებს. მათთვის ყველაფერი გეგმაზომიერად უნდა მიმდინარეობდეს. ბევრ ლაპარაკს. “მხოლოდ საქმეზე მელაპარაკე, საჭორაოდ არ მცალია”. სიზარმაცეს. თუმცა, თავადაც შემოუტეთ ხოლმე სიზარმაცე.

მერწყული

ღალატს. რუტინას. “ერთფეროვნება ჩემთვის არაა”. უარყოფით თვისებებზე მითითებას. “თავადაც კარგად ვიცი ჩემი უარყოფითი თვისებები”. მევალეებს. “ისე იცხოვრე, რომ ვალის აღებამ არ მოგიწიოს”.

თევზები

დავალდებულებას “მე შენ გაგიკეთებ, შენ მე გამიკეთე”. უმნიშვნელო ტყუილმაც კი შეიძლება მასთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. გაუნათლებლობას. უმადურობას. უმჯობესია, კეთილი საქმისთვის მილიონჯერ მოუხადოთ მადლობა, რომ შემდეგშიც დაგეხმარონ.

წყარო