ბენ სტილერი გინესის რეკორდსმენი გახდა

91

ვარსკვლავებს სელფის გადაღება ძალიან უყვართ, განსაკუთრებით კი წითელ ხალიჩაზე, როცა სხვა ვარსკვლავებთან ერთად ბრწყინავენ. სწორედ ასეთი შემთხვევის წყალობით გახდა ბენ სტილერი რეკორდსმენი.  ფილმის ,,სანიმუშო მამრი-2 “ პრემიერაზე სელფის გადასაღებად მან რვა მეტრიანი სელფის ჯოხი გამოიყენა. კადრში მოხვდნენ პენელოპა კრუსი, ოუენ უილსონი და სხვა ცნობილი სახეები. გინესისგან ოფიციალური სერთიფიკატი ბენ სტილერმა პირდაპირ ცერემონიაზე მიიღო. ამ ფოტომ გადაფარა შარშანდელი ,,ოსკარის“ სელფი, რომელიც ელენ დეჯენერესმა გადაიღო.