არ დაიჭირო – ინტერვიუ ლექსო მაჭავარიანთან

286

„2 ივნისი“ რა ტიპის ორგანიზაციაა?

მოძრაობაა, არასამთავრობო ორგანიზაცია არ ვართ ,ოფიციალურად არ დავრეგისტრირებულვართ.კამპანიას ვაწარმოებთ 2011წლიდან. თავდაპირველად, რამდენიმე ენთუზიასტი მეგობარი შევიკრიბეთ, რომლებმაც გადავწყვიტეთ, რომ მარიხუანის დეკრიმინილიზაციის თემაზე საუბარი უნდა დაიწყოს.  იქამდე  საჯარო სივრცეში ამ თემაზე საუბარი ტაბუდადებული იყო. ახლა უკვე  ამაზე სიუჟეტები ყველა არხზე გადის.

მოძრაობას დამფინანსებელი ჰყავს თუ კამპანიის ხარჯების დაფარვას საკუთარი სახსრებით ახერხებთ?

რეალურად დიდი დაფინანსება არაა საჭირო. მთელი ეს კამპანია „არ დაიჭირო“ , რომელიც წელს ჩავატერეთ, დაახლოებით 800 000 ლარი დაჯდა. ჩვენი კავშირებისა და რესურსებით  ვახერხებთ,ეს ყველაფერი მინიმალურ ფასად გავაკეთოთ.მთავარი მონდომებაა .

თქვენ გარდა ამ თემაზე სხვა ორგანიზაციები თუ მუშაობენ?

ზოგადად ნარკოპოლიტიკაზე ბევრი ორგანიზაცია მუშაობს, მაგრამ კონკრეტულად ამ თემაზე არა.

თქვენი კამპანია მარიხუანის დეკრიმინილიზაციის მოთხოვნით ხომ არაა წინაპირობა იმისა, რომ შემდგომში ლეგაზიცია მოითხოვოთ?

ამ თემაზე არ ვისაუბრებ. სპეკულაციები ისედაც დიდია.დრო გვაჩვენებს მომავალში რას მოვითხოვთ . ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის ადამიანები არ დაიჭირონ.

კანონპროექტში კონკრეტულად რის შეცვლას მოითხოვთ?

მარიხუანის პირად მოხმარებაზე არის ჯარიმები: პირველ ჯერზე – ხუთასი ლარი, მეორეზე – 2000 ლარამდე ან პატიმრობას შეიძლება დაექვემდებარო, მესამე ჯერზე -პატიმრობა 11წლამდე. მაშინ, როცა გაუპატიურებაზე სასჯელი ექვსი წელია,  ბირთვულ იარაღზე- 10წელი . ახალი კანონპოექტით პირად მოხმარებაზე მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი იქნება: პირველ ჯერზე  100  ლარის ოდენობით, მეორე და ყოველ მომდევნოზე – 300 ლარის.

აქ საუბარია მარიხუანის პირად მოხმარებაზე. მარიხუანის გასაღებისთვის სასჯელზე ცვლილებები არაა გათვალისწინებული?

გასაღებაზე იგივე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა რჩება, ცვლილებები არ იქნება.

თუ მარიხუანის მოხმარება არაა დანაშაული, მისი გასაღება კვლავ სიხლის სამართლის დანაშაულად რატომ რჩება?

ამ ეტაპზე ჩვენი საზოგადოებისა და ხელისუფლების მზად ყოფნის გათვალისწინებით მოცემულ თემაზე, ყველაზე მინიმილაური მოთხოვნა გვაქვს – მარიხუანის მოხმარებისთვის არ დაიჭირონ ადამიანები.

ახალ კანონპროექტში ნახსენებია,რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მარიხუანის რეცეპტით გაცემა იქნება შესაძლებელი?

ნარკოკრეატები ყველა ერთ ჯგუფშია, კატეგორიზებული არაა. აქედან გამომდინარე, ზოგიერთ ნარკოტიკს ექიმის რეცეპტი  შეიძლება დასჭირდეს, მაგალითად, მორფინს. ესაა კანონით გათვალისწინებული, თუმცა არ ეხება მარიხუანას.

მოქალაქე, რომელიც მოიხმარს მარიხუანს, მისი მოქმედების ქვეშ მყოფი  შეიძლება გავიდეს ქუჩაში. სხვა თანამოქალაქეებსთვის ეს საფრთხეს არ წარმოადგენს?

ნასვამი ადამიანიც დადის ქუჩაში,მით უმეტეს, რომ ალკოჰოლს გაცილებით უარესი ეფექტი აქვს.მარიხუანა არ იწვევს აგრესიას, ალკოჰოლი კი -პირიქით. გაცილებით უფრო საშიშია ადამიანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ვიდრე მარიხუანის.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის მომხმარებელი თუ დააჯარიმეს,ეს მის პირად საქმეში აისახება ან რაიმეზე  მოახდენს გავლენას?

არა,   მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად დაფიქსირდება და არსად არ აისახება. ეს იქნება ისეთივე ჯარიმა, როგორიც, ვთქვათ,   ნაგვის დაყრისთვის.

შემსუბუქებული ნარკოპოლიტიკა მარიხუანის მომხმარებლის რაოდენობას არ გაზრდის?

შესაძლოა რაღაც დოზით ასეც მოხდეს, მაგრამ, ბევრი ქვეყნის მაგალითის გათვალისწინებით, ეს იწვევს მძიმე ნარკოტიკების მოხმარების კლებას.

მარიხუანის დეკრიმინილიზაცია საქართველოს მარიხუანის მოსახმარებლად ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად ხომ არ გადააქცევს? რაც თავისთავად გარკვეულ პრობლემებს შექმნის.

ჩვენ გარშემო არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის  აზერბაიჯანსა და სომხეთში, მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანებს არ იჭერენ.შესაბამისად, თუ იქ არ არსებობს ეს პრობლემა, რომ ტურისტები  მარიხუანის მოსაწევად აქტიურად ჩადიოდნენ, საქართველო გამონაკლისი  აღმოჩნდება.

აშშ-ს შტატებში, ვაშინგტონსა და კოლუმბიაში, მოხდა  მარიხუანის დეკრიმინილიზება. ეს გაეროს კონვენციას ეწინააღმდება,  შესაბამისად გაერომ აშშ-ს ამ ფაქტის შეცვლა სთხოვა. საქართველოც ხომ შეიძლება იმავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს?

გაეროს კონვენციები საკმაოდ რთული თემაა, რადგან იგი  60-იან წლებშია მიღებული, მოძველებულია.  მის შესაცვლელად  კი გაეროს ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ამ შემადგენლობაშია: რუსეთი, ირანი, ჩინეთი – ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელსაც რეპრესიული კანონმდებლობა  აქვს და არანირი ინტერესი არ არსებობს მათთვის, რომ ამ მხრივ  ზოგიერთი კონვენცია შეიცვალოს. სწორედ ამიტომ, აშშ-ში  დეკრიმინილიზება მოხდა არა ფედერალურ, არამედ შტატების დონეზე. ამან ამერიკას საშუალება მისცა გაეროს კონვენცია არ დაერღვია. რაც შეეხება საქართველოს, გაეროს კონვენცია ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არაა. თუ გავითვალისწინებთ იმას,გაეროს ნარკოპოლიტიკის გლობალურმა კომისიამ 2014 წლის 9 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში გაეროს წევრი სახელმწიფოების მთავრობებს ნარკოტიკების და პირველ რიგში მარიხუანას დაუყოვნებელი დეკრიმინალიზაციისკენ მოუწოდა.დრომ აჩვენა, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლამ შედეგი არ გამოიღო. იმ ქვეყნებში, სადაც შემსუბუქებულია ნარკოლპოლიტიკა, მაგალითად, ჩეხეთი, პორტუგალია –  აღინიშნება მძიმე ნარკოტიკების მოხმარების კლება.

თქვენი მოძრაობის დიდი აქტიურობის შედეგად დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ  პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა. თუ არ მოხდა მისი დაკანონება, რაიმე ზომების მიღებას გეგმავთ?

მარტივი მეთოდი გვაქვს შემუშავებული. წელს მოხდა პირველად, რომ კანონპროექტი პარლამენტში  შევიდა. ადრე ემჯეოებს შეჰქონდათ და პარლამენტი ახერხებდა, რომ იგი იბლოკებოდა , მსვლელობა არ მიეცემოდა.ჩვენ კი გვყავს ოცამდე დეპუტატი, რომლებიც მხარს გვიჭერენ. თუ ამ ჯერზე ეს ჩავარდება, ორ კვირაში  სხვა დეპუტატი  შეიტანს. თუ კიდევ ჩავარდა, სხვები კვლავ შეიტანენ. ამ პროცესს უკვე ვეღარ შეაჩერებენ. დეპუტატის მიერ შეტანილი კანონპროექტი კი ნიშნავს, რომ  ის კენჭისყრაზე აუცილებად მოხვდება, სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს. შანსი არის რომ გავიდეს ეს კანონპროექტი.

საზოგადოების ნაწილში გაჩნდა დამოკიდებულება, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა და  მარიხუანის დეკრიმინილიზაცია მეორეხარისხოვანი პრობლემაა…

მესმის ეს არგუმენტი, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს  თავის გარშემო ერთი ადამიანი მაინც ჰყავს, რომელიც  მარიხუანის მომხმარებელია. გასაგებია, რომ სოციალური მდგომარეობა რთულია, ტერიტორიები დასაბრუნებელია. ამის მიუხედავად, როგორც კი ვინმეს  ნაცნობს, მეგობარს ან ახლობელს  დაუჭერენ , ეს თემა მისთვის მაშინვე მნიშვნელოვანი გახდება. ეს კი ყველას შეიძლება შეეხოს.

ამჟამად მოქალაქეების ნაწილი ჩივის, რომ ხშირია პოლიციის მიერ  ეჭვის საფუძველზე ადამიანების დაკავება ნარკოტესტირების მიზნით. ახალი კანონპროექტი  ამ პრობლემას კიდევ უფრო ხომ არ გაამწვავებს და გაახშირებს?

ეს იმდენად ხშირად ხდება, რომ გახშირება შეუძლებელია. დღეში  საშუალოდ 130  ადამიანი მოწმდება, ამიტომ ამ საფრთხეს ვერ ვხედავ.

 

გვანცა სილიკაშვილი