ტეილორ სვიფტი მობილურის თამაშს გამოუშვებს

220

ტეილორ სვიფტი ფანებს მხოლოდ მუსიკით როდი ანებივრებს. მომღერალი მსოფლიოში ცნობილი ვიდეო თამაშების კომპანია Glu Mobile-თან იწყებს პარტნიორობას.

 

„მიხარია რომ ტეილორ სვიფტი Glu-ს ოჯახს შემოუერთდა. ჩვენ გპირდებით, რომ ტეილორი და მისი ფანები აბსოლუტურად განსხვავებულ სათამაშო გამოცდილებას მიიღებენ ჩვენთან ერთად. Glu გამოუშვებს თამაშს რომლის გეიმფლეის მქონე პროდუქტი მობაილ გეიმინგში ჯერ არ შექმნილა, რომელსაც რა თქმა უნდა დაემატება სვიფტის კრეატივი“ – განაცხადა გლუს თავმჯდომარემ ნიკოლო დე მასიმ.

 

Glu Mobile ცნობილია თავისი თამაშებით: Stars Wars: Battlefront, Sniper Elite, Microsoft Flight Simulator X და Neverwinter Nights.