ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი ქორწილს გეგმავენ !

130

ინტერნეტში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ულამაზესი წყვილის- ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის დაშორების შესახებ. ჭორების მიხედვით, მოდელს საერთო ენის გამონახვა შეყვარებულის დედასთან გაუჭირდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. პაპარაცებმა წყვილი ცოტა ხნის წინ, ნიუ იორკში შენიშნეს.

ირინა და ბრედლი ურთიერთობას დიდი გულმოდგინებით მალავენ. წყვილს არანაირი კომენტარი გაუკეთებია მაშინ, როდესაც კოცნისას გამოიჭირეს და არც დაშორებაზე დასცდენიათ სიტყვა. 3 თებერვალს კი ჟურნალისტებმა შეყვარებულები რესტორანში ვახშმობისას შენიშნეს. ისინი მანჰეტენზე იმყოფებოდნენ. წყვილს კომპანიონობას მსახიობი ჯონა ჰილი უწევდა.

,, ვახშმობის დროს ირინა და ბრედლი მიწებებულები იყვნენ, ერთმანეთს ვერ შორდებოდნენ. თბილად ეხუტებოდნენ ერთურთს და ხუმრობდნენ ჯონასთან ერთად. სამივე შესანიშნავ ხასიათზე იყო და გარკვეულ მომენტში მათ სამომავლო გეგმებზე დაიწყეს საუბარი. წყვილმა ჯონას შეატყობინა, რომ 2016 წლის შემოდგომისთვის დაქორწინებას აპირებენ” –  განუცხადა რესტორნის ერთ-ერთმა სტუმარმა ამერიკულ პორტალს – E! News.

 

წყარო