“წარმოგიდგენიათ? სულ რაღაც 300 ლარი რომ გადაეხადა ქრისტეს, ჯვარცმას აიცდენდა!”

128

როგორც ცნობილია, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს” ახალი მუხლი ემატება. საქმე ეხება სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებული კანონპროექტს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ჯარიმის დაწესების შესახებ. კოდექსის მიხედვით 300-დან 1000 ლარამდე დაჯარიმდება რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხმყოფელი მასალის გამოქვეყნება, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა ან დაზიანება.

აღნიშნულთა დაკავშირებით რუსთავი-2-ის გადაცემა “პოსტსკრიპტუმთან” საუბარში საკუტარი აზრი გამოთქვა საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ, რომელმაც შემდეგი განახცადა:

“იესომ სერიოზული შეურაცხყოფა მიაყენა ებრაელი ადამიანების რელიგიურ გრძნობებს და ძალიან მიზანმიმართულად, ისე კია არა შემთხვევით. ისეთ ადამიანებს კურნავდა, რომლებიც ათეული წლების მანძილზე დაავადებულები იყვნენ, რომელთა განკურნებაც შეეძლო პარასკევსაც და შაბათის შემდეგ დღესაც, მაგრამ არა, ადგებოდა და შაბათ დღეს კურნავდა. ძალიან ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ქალებს ესაუბრებოდა, რაც მისთვის საშინლად აკრძალული იყო… შორს წაგვიყვანს ამ სიის ჩამოთვლა. სამას ლარიანი ჯარიმების საპირწონე ქმედებებით სავსეა სახარება, რასაც იესო აკეთებდა და ფაქტობრივად ამის გამოც ეცვა ჯვარს. ამიტომ მე მგონია, რომ კანონი ვერ გაიგებს რა დატვირთვა აქვს ამა თუ იმ თუნდაც ძალიან პროვოკაციულ ნაბიჯს, აი ეგ არის თავისუფლად სუნთქვა, როცა არავინ არ გიწესებს და რიტმს არ გაძლევს, ასე უნდა ისუნთქო, რამდენჯერ უნდა ისუნთქო, ეს არის სუნთქვა”.

რუსუდან გოცირიძის ამ განცხადებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება მსახიობი მიშა გომიაშვილი:

ქალბატონი რუსუდან გოცირიძე
საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი…ვაი!….
ეს ის შემთხვევაა როდესაც არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა….რა კომენტარი გაუკეთო ასეთ ბრძნულ ანალიზს ამ ქალბატონისა! წარმოგიდგენიათ?… სულ რაღაც 300 ლარი რომ გადაეხადა ქრისტეს ჯვარცმას აიცდენდა!…ვაი…ვაი და ვაი….
ვახ!… სად არის ახლა სულმნათი ბატონი ავლიპი ზურაბაშვილი??? რას გაიხარებდა?” – წერს მსახიობი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

image

 

წყარო