ვინ იქნება საუკეთესო ქმარი, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

227

ნებისმიერი ქალი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც პოულობს მისთვის შესაფერის ან მეტნაკლებად შესაფერის პარტნიორს, ან უბრალოდ რჩება მუდმივი ძიების პროცესში.

ასტროლოგები კი ჩვენ ქალბატონებს ძიების პროცეს უმარტივებენ.

 

ვერძ ქალბატონს ყველაზე მეტად „მოათვინიერებს“ და თავს კომფორტულად იგრძნობს ლომ ან მორიელ მამაკაცთან.

კურო ქალბატონს ყველაზე კარგად გაუგებს ქალწული ან კირჩხიბი.

ტყუპებისათვის იდეალურ მამაკაცად მერწყული და მშვილდოსანი მოიაზრება.

კირჩხიბისთვის იდეალურ მეწყვილედ ქალწული ან თევზები მოიაზრება.

ლომის საუკეთესო პარტნიორი იქნება ვერძი ან თხის რქის ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული მამაკაცი.

ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალბატონს შესანიშნავად დააბალანსებს კურო ან მორიელი.

სასწორ ქალბატონებს ყველაზე უკეთ ტყუპი ან მშვილდოსანი მამაკაცები გაუგებენ.

მორიელ ქალბატონს იდეალურ პარტნიორობას გაუწევს თხის რქა ან კირჩხიბი მამაკაცი.

მშვილდოსანი ქალბატონის ტემპერამენტს კი ყველაზე მეტად მერწყული ან ლომი მამაკაცი აუწყობს.

თხის რქას მორიელის ან კუროს ნიშნით დაბადაბული მამაკაცები შეეფერება.

მერწყული ქალბატონი ბევრ საერთოს იპოვის ტყუპებისა და მშვილდოსანის ნიშნით დაბადებულ მამაკაცებთან.

თევზებისათვის კი იდეალური იქნება მორიელი ან კირჩხიბის ნიშნით დაბადებული მეორე ნახევარი.

 

მოამზადა
სალომე უბირიამ