რომელი სპორტით უნდა დაკავდეთ – რჩევები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

330

ვერძი – ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის პრობლემური ზონებია: თავი, თვალები, სმენის ორგანოები და ცენტრალური ნერვული სისტემა.
აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია კისრისა და მხრების კუნთების გამამაგრებელი ვარჯიშები, თვალის კუნთების სავარჯიშო კომპლექსები, იოგა. სპორტის სახეობებიდან ყველაზე მისაღებია კრივი და მოკლე დისტანციებზე სირბილი.

კურო პრობლემურ ზონებს წარმოადგენს კისრის არე, ხერხემლის ზედა ნაწილი, ნუშისებური ჯირკვლები, ხმის იოგები. კუროებმა აუცილებლად უნდა ავარჯიშონ კისრის კუნთები, შეასრულონ ზურგის ვარჯიშები, რათა ხერხემალი გაავარჯიშონ. ამ მიზნით კარგია მაგარ ზედაპირზე გადაგორ-გადმოგორება. ასევე რეკომენდებულია ფეხშიშველი სიარული, რათა მოხდეს ტერფების სტიმულაცია, გაკაჟება, სუნთქვითი ვარჯიშები. სპორტიდან კარგია ბოდიბილდინგი და მაგიდის ჩოგბურთი.

ტყუპები – მხრების წინა ნაწილი, ხელის მტევნები, ტრაქეა, ფილტვები, ნერვული სისტემა – აი, იმ ზონების ჩამონათვალი, რომლებიც ტყუპებისთვის პრობლემატურია. მათ აუცილებლად უნდა გააკეთონ სუნთქვითი ვარჯიშები, იოგა, ხელის მტევნების გამამაგრებელი მოძრაობები. ასევე კარგია საერთო გამაჯანსაღებელი მასაჟები. მათთვის ყველაზე მისაღები სპორტის სახეობებია ხელბურთი და ბოულინგი.

კირჩხიბი – კირჩხიბთა უმრავლესობისთვის პრობლემური ზონებია: სახე და ნერვული სისტემა. ამდენად ძალიან მოუხდებათ სახის მასაჟები, მიოსტიმულაცია, სუფთა ჰაერზე სეირნობა, სპორტული სიარული. კარგი იქნება, თუ დაკავდებიან სინქრონული ცურვით, სერფინგითა და დაივინგით.

ლომი – ლომთა უმრავლესობას გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა და ხერხემალი აწუხებს. იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემები აიცილონ, უნდა მიმართონ საერთო გამაჯანსაღებელ ვარჯიშთა კომპლექსს. მათთვის ყველაზე მისაღებია სპორტული ცეკვები და ფიტნესი.

ქალწული პრობლემური ზონები: მუცლის კუნთები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. სწორედ მუცლის კუნთისა და თეძოების გამაკაჟებელ ვარჯიშებს უნდა მიაქციონ ყურადღება, ასევე კარგია სირბილი, ფეხით სიარული და სახის კუნთების ვარჯიშები.

სასწორი – ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის თირკმელები, კუჭქვეშა ჯირკვალი და კანი სახიფათო ზონებს წარმოადგენს. მათთვის აუცილებელია სახის მასაჟი, დილის გამამხნევებელი ვარჯიში. სპორტის სახეობიდან რეკომენდებულია გოლფი, მაგიდის ჩოგბურთი, ბოულინგი.

მორიელი უნდა გაუფრთხილდნენ ცხვირს, თეძოებს, მუცლის პრესს და შარდსასქესო სისტემას. ვარჯიშებიდან რეკომენდებულია მუცლის პრესის, წელის სპეციალური ვარჯიშები, გაკაჟება, კანის დაზელა, რათა არ განვითარდეს ცელულიტი, სპორტის სახეობებიდან – პარაშუტით ხტომა, აღმოსავლური ორთაბრძოლები.

მშვილდოსანი პრობლემური ზონები: ზედმეტი ცხიმი თეძოებსა და დუნდულებზე, წელი და კუნთოვანი სისტემა. ვარჯიშები: წელისა და მენჯის ვარჯიშები, ცხენოსნობა, მშვილდოსნობა და ფიტნესი.

თხის რქა თხის რქებისთვის პრობლემატურია ძვლები, სახსრები, განსაკუთრებით – მაჯები, ლორწოვანი სისტემა. საუკეთესო გამოსავალია ყოველდღიური აერობიკა და ტანვარჯიში, ფეხის კუნთების გამამაგრებელი ვარჯიშების კომპლექსი. სპორტის სახეობებიდან მათთვის ყველაზე მისაღებია ველოსპორტი, სირბილი, ციგურებით სრიალი, სამთო სათხილამურო სპორტი, ალპინიზმი, ცურვა და ბოდიბილდინგი.

მერწყული – მერწყულთა უმრავლესობისთვის პრობლემური ზონებია: წვივები, ხელისგულები, ნაკუთალი და მყესები. ყურადღება უნდა მიაქციონ სუნთქვით ვარჯიშებს, იოგას. სპორტის სახეობებიდან მათთვის მისაღებია სამთო სათხილამურო სპორტი, ველოსპორტი, წყალში ხტომა და დელტაპლანერიზმი.

თევზები – მათ ძირითადად კიდურები, ტერფები და ლიმფური სისტემა აწუხებთ. ცურვა, აკვააერობიკა, წყალში ხტომა და წყლის ველოსიპედით სიარული – აი, ყველაზე რეკომენდებული სპორტის სახეობები.

წყარო