რატომ არ უნდა გათხოვდეთ 30 წლამდე

344

ფსიქოლოგების კვლევით, ოჯახის 30 წლამდე შექმნა სასურველი არ არის. მრავალ მიზეზთა შორის ისინი ასახელებენ შემდეგ სერიოზულ თუ სახალისო  მიზეზებს :

1, ოცდაათი წლის ასაკში თქვენ უკვე მრავალ პარტნიორთან გაქვთ შეხვედრის გამოცდილება. შესაბამისად, უკვე იცნობთ საწინააღმდეგო სქესს, საკუთარ თავს და იცით ვინ გსურთ მეორე ნახევრად.

2, ოცდაათი წლის ასაკში თქვენს ქორწილში სტუმრების უმეტესობა იქნება თქვენი მეგობრები და არა – თქვენი მშობლების მეგობრები.

3,  ოცდაათი წლის ასაკში გათხოვების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გასართობად კლუბში წახვიდეთ, ან თავს დაუთმოთ მეტი დრო, განსხვავებით თქვენი მეგობრებისგან, რომლებიც უფრო ადრე გათხოვდნენ და უკვე შვილები ჰყავთ, ან ორსულად არიან, ამიტომ გართობას ვეღარ ახერხებენ.

4, ოცდაათი წლის ასაკში უკვე იცით ვინ ხართ, ამიტომ მოძებნით მას, ვინც გინდათ რომ გახდეთ.

5, ოცდაათი წლის ასაკში აფასებთ საღამოს მშვიდად გატარებას, რაც მნიშვნელოვანია ოჯახური გარემოსთვის, განსხვავებით 20 წლის ასაკისგან, როცა საღამოს მშვიდად გატარება თქვენთვის მოსაწყენი და წარმოუდგენელია.

6, ამ ასაკში თქვენ უკვე იცით თქვენი ადრე  გათხოვილი მეგობრების შეცდომები ოჯახის შექმნის შემდეგ, ასე რომ, მათი გამეორება აღარ გემუქრებათ.

7, ოცდაათი წლის ასაკში ოჯახს ქმნით არა იმიტომ, რომ ეს გარშემომყოფებს სურთ, არამედ იმიტომ, რომ ეს თქვენ გინდათ.

 

წყარო