ნარკომანი ავადმყოფია, მას ვერც დაჭერით განკურნავ და ვერც განკიცხვით

140

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავდნენ მსახიობ მიშა მესხის და მისი მეგობრის უკრაინაში გადახდენილ ამბავს. მსახიობი ბევრმა გააკრიტიკა და წერდნენ, რომ მისი საქციელით ქართველებს არცხვენდა. დღეს მიშა მესხი ატეხილ სკანდალს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.

 

მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ბოლო დღეებში მხარს მიჭერდა. უფრომეტად კი, იმ ხალხის მადლობელი ვარ, ვინც ყურადღება გამოიჩინა, გაჭირვებისასმიპატრონა, დამეხმარა და გადამარჩინა.

დიდ ბოდიშს ვუხდი ჩემს ოჯახს იმისთვის, რაც ნახა და გადაიტანა; მადლობა ღმერთს,რომ გადამარჩინა.

დიდ ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც ამავე პრობლემის გამო საყვარელი ადამიანებიდაკარგა, რადგანაც ვიცი, რომ ამ ვიდეოს ყურების შემდეგ ყველაფერი გაგახსენდათ,გაგიახლდათ მათი დანაკლისით გამოწვეული ტკივილი, მაპატიეთ….

სინამდვილეში, არც კი მახსოვს, რა როგორ მოხდა, მახსოვს, რომ დავლიე ბევრი სასმელი,შემდეგ ტაბლეტები, ლირიკა, კიდევ რაღაცეები და გავითიშე

გონზე მოსვლის შემდეგ უკრაინელმა ექიმებმა მითხრეს, რომ ეს იყო ალკოჰოლით დალირიკით გამოწვეული ინტოკსიკაცია.

გავეცანი იმ გამოხმაურებებს, რომელიც ამ ამბავს მოჰყვა. ვფიქრობ, რომ ადმიანის პირადცხოვრებაში სხვები არ უნდა ერეოდნენ, თუმცა, მეორე მხრივ, ამგვარი ინტერესიბუნებრივია, როცა საქმე ცნობად სახეს ეხება, ამიტომაც, ამას ვერავის ავუკრძალავ.

ჩემი სისუსტეები არასდროს დამიმალავს, მათი გამომწვევი მიზეზებია: უიმედობა,დეპრესია, როცა არაფერი გაქვს საკეთებელი, როცა არავის ჭირდები.

სინამდვილეში, ჩემს ცხოვრებას, რამდენიმე ახლობელი ადამიანის გარდა, არავინ იცნობს,ისინი ყველაზე მეტად განიცდიან ჩემს მდგომარეობას. ალბათ, ღვთის ნება იყო, რომგადავრჩი, გაფრენის წინა დღეს ეკლესიაში ვიყავი და ვნახე პატრიარქი, მოუყევი ის, რაცმაწუხებდა, დამლოცა და მითხრა, რომ ხშირად მელოცა.

მასთან რომ არ მივსულიყავი, ეს ამბავი, ალბათ, სხვანაირადაც დამთავრდებოდა.რთულია, საკუთარი სიკვდილის ქრონიკის ყურება, მერე კი, სხვადასხვა ადამიანებისშეფასებების წაკითხვა, რომელთაგანაც ზოგი ხალისობს, ზოგი განიცდის, ზოგიგაკრიტიკებს.

ნარკოტიკი ყოველდღიური ცხოვრებით გახარების უნარს გაკარგვინებს, მაშინ როდესაცსასიხარულო ჩვენს გარშემო ისედაც ცოტაა, ამ ქვეყანაში ხომ არავის ულხინს. მე მართლაცმაქვს ნარკოდამოკიდებულობის პრობლემა, რასაც სააფთიაქო ნარკოტიკებს ეძახია

ჩემი მეგობრები, მთელი თაობები არიან ამით დაავადებული, ამ პრობლემის სირთულეს,მნიშვნელობას და მასშტაბს ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება ბოლომდე ვერ იაზრებსდა სათანადო ყურადღებასაც არ უთმობს.

ნარკომანი ავადმყოფია, მას ვერც დაჭერით განკურნავ და ვერც განკიცხვით. იმედია, ბევრადამიანს მაგალითად გამოადგება ჩემი ამბავი, პირველ რიგში კი ბავშვებს, რომელთაცუნდა იცოდნენ, რომ ნარკომანია არის საშინელი დაავადება. მე ყველანაირად ვეცდები,დავძლიო ეს სენი.

აქვე, დიდ მადლობას ვუხდი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციისცენტრს რეაბილიტაციის კურსის შემოთავაზებისა და დახმარებისთვის.

მე მინდა, ამ პრობლემის დაძლევის მაგალითი ვაჩვენო ჩემს მეგობრებს და სხვაადამიანებს. იმედი მაქვს, ამას შევძლებ.

აბა, თქვენ იცით, ვეცდები, სხვა დროს მხოლოდ კარგ ამბებზე გელაპარაკოთ, თუმცა, რამეცუდი თუ მომივა, იცოდეთ, ძალით არ ვაკეთებ და მართალია, შეცდომის დაშვებაარასასურველია, მაგრამ ეს ჩემი უფლებაა” – წერს მიშა მესხი.

 

წყარო