მორიგ ერთხელ

97

– ადექი!

– არა!

– წავიდეთ?!

– სად?!

– გურიაში…

– ნის დავურეკავ.

– მიდი.

დავრეკე…

– წავიდეთ?!

– ჩავალაგებ!

– ქუთაისში გელოდებით.

ნი წამოვა. ჩვენ წავედით. ავტოსტოპით.

მძღოლი#1: – ამათი დედა, მო-„საყოლად არ ღირს…“ ყველა სირ-„თულეს დაძლევა ხო უნდა?!“ გამოშტერებულები არიან რაა, ეს ჭყონია ხო ვაბშე?! წამლავს ხალხს, მაგის ახვ-„იდე და უნდა დაუნაყო ცხვირ-პირი…“ ეს ხალხიც ყლ-„ორტებივით, სვამენ და სვამენ კი ვერ ხვდებიან რო დედას უტ-„ყემლოდ კარტოშკა არ ევასება?!“

მე: -ხო, ხო… ჰე ჰე ჰე… აბა, ეგ სი-„გარეტივი მომაწოდე რა, როგორ სვამენ ჰე ჰეჰე… (მე და ლუ ძალიან ბევრ კოკა-კოლას ვსვამთ დღეში…)

– თაფლიო ტო! თაფლი 15 მანათი! აზზე ხარ?! ფუჩ-„ეჩი“ გახდა 10 მანეთი თაფლი 15 რა ამბავი შე დედა მოტ-„ყემლო გემო დაკრვას არა? აჯიკაა ისე“ თქვენ ნამყოფები ხართ ბო-„ზბაში ჯობია თუ ჩიხირთმა?“

– ჰეჰე არა…

– არც მიხვიდეთ ტო! მაგათი კახ-„ური სუფრა მომეანტრა“ ეგენი უნდა მო-„თაფლო“ გან-„დაგანათი“ მაგას კიდე ნძ-„რწოლა“ ჯობია… გადმომხედა. – ჰო მართლა გეუბნები…

გორის გადასახვევთან დაგვტოვა..

მძღოლი#2: – აქვე მივდივარ ბიჭებო, წამოდით და იქ ბაზრობაა იქ ყველა გაგიჩერებთ ანელებენ ხოლმე „ბუგაროკებია“ ხოლმე და…

– მადლობა…

– აბა, კარგად იყავით, ბედნიერი მგზავრობა…

– მადლობა დიდი, თქვენც…

ლუ: -ნი როდის წამოვა?

– 3-ზე გამოვა.

– ანუ 6-ზე ჩამოვა.

– კი.

გააჩერეს. „ბეემვე“ კუპეა. იშვიათად აჩერებენ კუპეები.

2-ნი სხედან. გოგო და ბიჭი. თერჯოლაში მიდიან, ქორწილში…

მძროლი #3: – გამარჯობა, გამარჯობა…

ჩვენ: – გამარჯობა.

მძროლი #3: – მოკლედ, თერჯოლის გადასახვევამდე წაგიყვანთ, თუ იქით არ მოდიხართ,

ჩვენ: – ხო, ხო მანდ ჩამოალთ, მადლობა.

მძროლი #3: – აბა რას საქმიანობთ? ჩვულებრივი ტიპები არ ჩანხართ.

მძღოლი #3-ის თანამგზავრი: – ხაშურში მალე მივალთ, ვკვდები ისე.. მოკლედ…

მძროლი #3:  -კი, აი მალე მივალთ, ნახე იქ, წინ, ის მანქანა ხო ასწრებს იმას? და აი, იმას კიდევ მეორე ასწრებს… ე.ი. მალე მივალთ… (გაიცინა) ესეთები მარტო ხაშურთან შეიძლება მოხდეს.

– ხო აბა რას საქმაინობთ?

ჩვენ: – სტუდენტები ვართ…

მძროლი #3: -კარგია, მეც ვიყავი ერთ დროს.

„გალფის“ ბენზინ გასამართ სადგურთან გავჩერდით, არა გაზის იყო. გოგომ „WC“-ს მიაკითხა… ბიჭი გადავიდა, საღეჭი რეზინის საყიდლად.

ლუ: – რა მაგარი ულვაშები აქვს…

მე: – რომელს?! – ორაზროვნად ვკითხე…

ლუ: – ბიჭს!

მე: – ხო, მაგარი…

მერე მთელი გზა თითქმის არაფერი გვითქვამს ისე ჩავედით თერჯოლის გადასახევამდე. ჩავედით და აი, მეოთხე მძღოლიც ზესტაფონში.

მძღოლი #4: – გამარჯობა დაჯექით. მე ბათუმში მივდივარ, ქუთაისს შემოვუვლი ახალი გზით.

ჩვენ: – ჩვენ გადასახვევთან ჩამოვალთ.

და ვისხედით ჩუმად. აი, ისეთი ტიპი იყო იფიქრებდი ევროპარლამენტის სხდომაზე მიდისო. ეგრეც ეცვა და გამომეტყველებაც ეგეთი ქონდა… ცოტა ადრე ჩამოვედით, შეგვეშალა.

და გააჩერა ქუთაისელმა ცოლ-ქმარმა.

მძღოლი #5: – გამარჯობა, ქუთაისი?

ჩვენ: – დიახ.

მძღოლი #5: – დასხედით. აბა, რას შვებით? რა გინდათ ქუთაისში? ასე ჩამოხვედით აქამდე? ავტოსტოპით?

ჩვენ: – ხო ასე ჩამოვედით, ქუთაისში მეგობარს უნდა შევხდეთ.

მძღოლი #5: – ძალიან კარგი.

და უცბად დინამიკებიდან ჯიმ მორისონის ხმა გადმოიფრქვა: „People are strange, when you are stranger…”

ჩვენ: – ვაა… „People are strange, when you are stranger…”

მძღოლი #5: – ვა? მოგწონთ თქვენც?

ჩვენ: – დიახ.

მძღოლი #5: – კარგით, აი აქ დაგტოვებთ, კარგად იყავით.

ჩვენ: – ნახვამდის.. მადლობა.

და წავიდა.. ლუ რეკავს. ეიპრილს ურეკავს…

ჩვენ მას შევხდით. მე ვჭამე. ლუ ბევრს არ ლაპარაკობს, ალბათ ბედნიერებისგან…

პირველად მოუნდა თოთო ბავშვს ჩემთან ყოფნა, სულ ტირიან ხოლმე არადა…

ნი ჩამოვიდა. ჩვენი გზა გაგრძელდა…

 

დათო სიხარულიძე