იმედგაცრუება ქართველებს – “ექვსი ერი” არ გაიხსნება!

331
REPRO FREE***PRESS RELEASE NO REPRODUCTION FEE*** 2014 RBS Six Nations Rugby Championship Launch, The Hurlingham Club, London, England 22/1/2014 (L-R) Paul O'Connell of Ireland, Sergio Parisse of Italy, Sam Warburton of Wales, Chris Robshaw of England, Kelly Brown of Scotland and Pascal Pape of France Mandatory Credit ©INPHO/James Crombie

“ექვსი ერის” შეფმა ჯონ ფიენმა ლონდონში ამ ტურნირის 2016 წლის შეჯიბრების პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ “ექვსი ერი” არ გაიხსნება სხვა ქვეყნებისათვის.

ამ განცხადებამ ცივი წყალი გადაასხვა რაგბის ქართველ გულშემატკივართა იმედებს, ასევე, ბევრ სპეციალისტსა და ფანს მსოფლიოში, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დროა, საქართველოს და რუმინეთის ნაკრებებმა ტურნირზე მონაწილეობის შანსი მიიღონ.

“ექვსი ერი” ყველა სარაგბო ტურნირებს სჯობს. სულ უფრო მეტი ხალხი უყურებს თამაშებს მთელ მსოფლიოში ტელევიზიით. სულ უფრო ფინანსურად წარმატებული ხდება ის.

“ექვსი ერის” ტურნირი დახურული შეჯიბრებაა და ის ასეთად დარჩება. ჩვენი მისია არ არის სხვა ქვეყნებში რაგბის განვითარება, თუმცა ჩვენ ვეხმარებით მათაც. ჩვენი მთავარი მისია რაც შეიძლება წარმატებული ტურნირის ჩატარებაა.

დღეისათვის, ვიყოთ სამართლიანები, “ექვსი ერის” მონაწილე გუნდების დონე სხვა გუნდების დონეს აღემატება და ეს ასე დარჩება.

რა თქმა უნდა, არასოდეს უნდა თქვა არასოდეს, მომავლის იმედად, მაგრამ ამ ეტაპზე ტურნირის “გაღების” პერსპექტივა არ არსებობს”.

ამის შესახებ განცხადება გააკეთა “ექვსი ერის” საბჭოს თავმჯდომარე ბილ ბიუმონტმაც:

“საქართველოს საკითხი არ განიხილება. ამის გამო მთელი ტურნირის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს და ეს ამ მომენტისათვის ჩვენს გეგმებში არ არის. არ ვიძახი, რომ ეს არასოდეს მოხდება, მაგრამ ვიმეორებ, ამ ეტაპზე ასეთი გეგმები არა გვაქვს”.

 

წყარო