დიადი მაფიოზების 20 საუკეთესო ფრაზა – ეს ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს

543

კინემატოგრაფიის ისტორიაში განსტერებსა და მაფიოზებზე არაერთი ფილმი გადაიღეს. ზოგი მათგანი რეალურ ფაქტებს ეყრდნობა, ზოგი კი უბრალოდ რეჟისორის ფანტაზიის წყაროა, მაგრამ უმრავლესობას საფუძვლად ნამდვილი ამბავი უდევს.

ფილმებში მუდამ ჟღერს საინტერესო და ცხოვრებისეული ფრაზები. ჩვენ გადავავლეთ თვალი მაფიოზურ ფილმებს და 20 ფრაზა შევარჩიეთ, რომელიც ჩვენი აზრით ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს.

აბა დავიწყოთ, თქვენს წინაშეა დიადი მაფიოზების 20 ფრაზა:

1. არ შეეხო პრობლემას, სანამ პრობლემა თავად არ შეგეხება შენ;

2. მოუსმინე რჩევებს, რომელიც უპირატესობას გაძლევს და არასდროს გასცე თავად მსგავსი რჩევები;

3. თუ იტყუები, ეს მოკლედ გააკეთე;

4. არაფერი პირადული, ეს ბიზნესია;

5. თევზს გაღებული პირი კლავს;

6. შეიძლება თუ არა მტრის პატიება? ღმერთი აპატიებს! ჩვენი ამოცანაა მათ შეხვედრას ორგანიზება გავუწიოთ;

7. ზოგი ფრთხილობს, რომ არ წააგოს. ფრთხილად თამაშის დროს აუცილებლად წააგებ;

8. დამთხვევები არ არსებობს;

9. სულელი ისაა, ვინც საკუთარ სიბრძნეს ვერ მალავს;

10. მოთმინების ერთი წუთი – 10 წლის კომფორტს უდრის;

11. არწივი ბუზებზე არ ნადირობს;

12. ჩემს 30 მოჩხუბარს დავთმობ ერთი ადამიანის გამო, რომელსაც საკითხების მოგვარება ლაპარაკით შეუძლია;

13. დაპირების მიცემაზე ადვილი არაფერია;

14. არ დაფერთხო ვაშლის ხე, როცა ვაშლი მომწიფდება ის თავისით ჩამოვარდება;

15. სოროდან გველი ყოველთვის სხვისი ხელებით ამოიყვანე;

16. ბავშვობაში ღმერთს ველოსიპედს ვთხოვდი. შემდეგ მივხდი, რომ ღმერთი სხვანაირად მუშაობს. ველოსიპედი მოვიპარე და პატიებისთვის ვლოცულობდი;

17. დროდადრო სულელებს გაუძელი – შეიძლება რამე ღირებული გაიგო და არასდროს ეკამათო მათ;

18. სამყარო მომთმენ ადამიანებს ეკუთვნის;

19. მდინარის სიღრმე ორივე ფეხით არ შეამოწმო;

20. იყავი ყველასთან კორექტული, უმეტესობასთან კომუნიკაბელური, ახლობელი რჩეულებისთვის და მეგობარი ერთეულებისთვის.

 

წყარო: reportiori.ge