ოსკარის ისტორია – 10 უცნობი ფაქტი

218
  1. ოსკარი, როგორც ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია, პირველად 1929 წელს ლოს ანჯელესში „ჰოლივუდ რუზველტ ჰოტელში“ გაიმართა, ხოლო ტელევიზიით პირველად 1953 წელს გადაიცა.
  2. დღეს ოსკარის დაჯილდოების პირდაპირი ტრანსლიაცია მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაშია.
  3. პირველ ცერემონიას ესწრებოდა დაახლოებით 270 ადამიანი.
  4. ბილეთის ღირებულება 5 დოლარს შეადგენდა (2015 წლის კურსით 69 დოლარი).
  5. 1929 წელს სულ გადაიცა ოსკარის 15 ქანდაკება.
  6. ოსკარის პირველი ცერემონია დახლოებით გაგრძელდა 15 წუთი.
  7. ოსკარის ნომინაცია „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“ 1937 წლის 27 მარტს დამკვიდრდა.
  8. ქანდაკება, რომელსაც პრიზად გადასცემენ მსახიობებს, დამზადებულია მოოქროვილი ბრიტანიუმისგან, შავი ფერის ლითონის სადგომით.
  9. ოსკარის ქანდაკება სიმაღლეში 34 სანტიმეტრია და იწონის 3,85 კილოგრამს. არტ-დეკოს სტილში გამოსახულ რაინდს ხელში უჭირავს ჯვაროსნის ხმალი, დგას კინოფირის ხუთ კოლოფზე, რაც სიმბოლურად გამოხატავს კინოაკადემიის ხუთ მთავარ მიმართულებას: მსახიობები, რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები და ტექნიკური პერსონალი.
  10. ოსკარის ქანდაკების შექმნის დროს არ გამოუყენებიათ არანაირი მოდელი.

 

მოამზადა:
სალომე უბირიამ