13 საინტერესო ფაქტი ოსკარზე წარდგენილ ფილმ “The Revenant“-ის შესახებ

335

 “The Revenant“-ი წარდგენილია ოსკარის 12 ნომინაციაზე:

  • საუკეთესო ფილმი
  • საუკეთესო მსახიობი მამაკაცი: Leonardo Di Caprio
  • საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი: Tom Hardy
  • საუკეთესო რეჟისორი: Alejandro Gonzalez Inarritu
  • საუკეთესო მაკიაჟი და ვარცხნილობა
  • კოსტუმების მხატვარი
  • დამდგმელი მხატვარი
  • ვიზუალური ეფექტები
  • კინომატოგრაფია
  • ხმის მონტაჟი
  • ხმის მიქსი
  • მონტაჟი

the-revenant-2

  1. ამინდის მძიმე და ცივი პირობების გამო ფილმის გადაღებას დაჭირდა 80 დღე.
  2. ალეხანდრო ინარიტუმ ფილმი ნატურალური სინათლით გადაიღო, რომ მაქსიმალურად რეალისტური გამოსულიყო. ამის გამო დღის განმავლობაში გადაღება შესაძლებელი იყო, მხოლოდ რამოდენიმე საათის განმავლობაში.
  3. ლეონარდო დიკაპრიომ ამ როლის შესრულებისთვის არაერთი მსხვერპლი გაიღო. ის ვეგეტარიანელია, თუმცა ფილმი უფრო რეალური, რომ გამოსულიყო ბიზონის უმი ხორცი შეჭამა.
  4. ლეონარდოს მოუწია ესწავლა ქვის მეშვეობით ცეცხლის ანთება.
  5. ფილმში მონაწილე მსახიობებს უნდა სცოდნოდათ საბრძოლო იარაღების გამოყენება. ამიტომ, სტუდიამ დაიქირავა პროფესიონალი, ქლეი ლანდრი, იმისათვის, რომ მსახიობებისთვის ესწავლებინა ნაჯახის და მე-19 საუკუნის იარაღების ხმარება. თუმცა ლეონარდო დიკაპრიოს არ დასჭირდა გრძელვადიანი „ტრეინინგები“. ის კარგად ფლობდა ნაჯახის სროლის ტექნიკას, რადგან მას უკვე ჰქონდა მიღებული გამოცდილება ფილმიდან “ნიუ-იორკის ბანდები”.
  6. ლეონარდოს ყალბი ჭრილობების გაკეთებას დასჭირდა 5 საათი.
  7. ფილმის გადაღებები მიდიოდა კანადაში, მაგრამ თოვლის დნობის გამო, გადამღებმა ჯგუფმა გადაინაცვლა სამხრეთ არგენტინაში.
  8. ტომ ჰარდის (ჯონ ფიცჯერალდის როლის შემსრულებელი) არ სურდა ფილმში მონაწილეობა, რადგან მას უნდოდა ეთამაშა “Splinter Cell”-ში, სადაც ჯარისკაცის როლი უნდა შეესრულებინა. ლეონარდომ თხოვა, რომ სცენარს გაცნობოდა. როდესაც ტომმა სცენარის ნახევარი წაიკითხა, მან მაშინვე მოაწერა კონტრაქტს ხელი. შედეგად ის ოსკარზეა წარდგენილი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცის როლისთვის.
  9. თავდაპირველად ჯონ ფიცჯერალდის როლი უნდა შეესრულებინა შონ პენს, მაგრამ გადამღებ ჯგუფთან კონფლიქტის გამო მან უარი განაცხადა.
  10. ტომ ჰარდს მსახიობების უსაფრთხოების სათანადო დაცვაზე ეჭვი ეპარებოდა. ინარიტუმ კი ტომს უფლება მისცა ის „დაეხრჩო“. ეს ფოტო კი მაისურზე გადაიტანეს და გადაღებების დასრულებისას მთელ გადამღებ ჯგუფს დაურიგეს.
  11. ლეონარდო დიკაპრიომ “The Revenant“-ში თამაშის გამო, უარი თქვა “Stive Jobs”-ის როლის შესრულებაზე.
  12. ლეონარდომ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიუხედავად მძიმე პირობებისა, ის არც ერთხელ არ დაზიანებულა.
  13. რეალურ ცხოვრებაში Hugh Glass (ლეონარდო დიკაპრიოს გმირი) არ ყავდა შვილი. ასევე არ არსებობს არანაირი ინფორმაცია მისი ცოლის შესახებ.

 

 

მოამზადა:
საკო კოჭლამაზაშვილმა