ფაჩულიას “ოლ სტარამდე” 14 000 ხმა დააკლდა

85

ზაზა ფაჩულიას სასწაულის მოხდენამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ნბა-ს “ყველა ვარსკვლავთა მატჩის” გამოკითხვაში “დალას მავერიქსის” ქართველმა ცენტრმა 768 112 ხმით მე-4 (!) ადგილი დაიკავა და მე-3 პოზიციაზე გასულ კავაი ლეონარდს მხოლოდ 14 227 ხმით ჩამორჩა,

დასავლელ წინახაზელებში ხმები ასე გადანაწილდა:

  1. კობი ბრაიანტი (ლეიკერსი) – 1 891 614
  2. კევინ დიურანტი (ოკლაჰომა სიტი) – 980 787
  3. კავაი ლეონარდი (სან ანტონიო) – 782 339
  4. ზაზა ფაჩულია (დალასი) – 768 112
  5. დრაიმონდ გრინი (გოლდენ სტეიტი) – 726 616
  6. ბლეიკ გრიფინი (კლიპერსი) – 651 860
  7. ენეს კანტერი (ოკლაჰომა სიტი) – 534 499

შეგახსენებთ, რომ მომავალი “ოლ სტარი” 12-14 თებერვალს კანადურ ტორონტოში ჩატარდება, გამოკითხვის შედეგად შერჩეული ხუთეულები კი ასე გამოიყურება.

აღმოსავლეთ კონფერენცია

ლებრონ ჯეიმსი (“კლივლენდი”), პოლ ჯორჯი (“ინდიანა”), კარმელო ენტონი (“ნიუ იორკი”), დუეინ უეიდი (“მაიამი”), კაილ ლოური (“ტორონტო”).

დასავლეთ კონფერენცია

კობი ბრაიანტი (“ლეიკერსი”), კევინ დიურანტი (“ოკლაჰომა სიტი”), კავაი ლეონარდი (“სან ანტონიო”), სტეფ კარი (“გოლდენ სტეიტი”), რასელ უესტბრუკი (“ოკლაჰომა სიტი”).