10 საინტერესო ფაქტი ოსკარზე წარდგენილ ფილმ “Brooklyn“-ის შესახებ

79

რეჟისორი – ჯონ ქროვლეი

“Brooklyn“-ი წარდგენილია ოსკარის 3 ნომინაციაზე:

  • საუკეთესო ფილმი;
  • საუკეთესო მსახიობი ქალი: Saoirse Ronan;
  • ადაპტირებული სცენარი.
  1. “Brooklyn“-ი ქოლმ ტოიბინის ნოველის მიხედვით არის გადაღებული, რომელშიც 2009 წელს კოსტა ნოველას პრიზი აიღო.
  2. საორის რონანი დაბადებულია ბრონქსში, ნიუ იორკი, მაგრამ გაიზარდა ირლანდიაში, ირლანდიელ მშობლებთან. საორისი თვლის, რომ ეს არის მისი ყველაზე მნიშვნელოვანი და პერსონალური როლი. ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ამ როლით ის უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდა თავისი ქვეყნის მიმართ.
  3. საორის რონანი “Brooklyn“-ში პირველად იყენებს თავის ირლანდიურ აქცენტს.
  4. მთავარი როლი თავიდან რუნი მარას უნდა ეთამაშა, მაგრამ ასაკით ძალიან პატარა აღმოჩნდა ელისის როლისათვის, რის შემდეგაც საორის რონანი დაამტკიცეს.
  5. ბროკლინის სცენები რეალურად გადაღებული იყო მონრეალში. 2015 წლის ბრუკლინი შეუძლებელი იყო 1950 წლის ბრუკლინად ექციათ.
  6. ბრუკლინში გადაღებებიდან მხოლოდ 2 დღე ჩატარდა.
  7. ფილმის გადაღებას 8 კვირა დაჭირდა, მონტაჟს კი 15 კვირა.
  8. საორის რონანის ყველაზე საყვარელი გადაღების დღე იყო კონი აილენდზე. ეს ის დღე იყო, როცა მისი დედა პირველად დაესწრო გადაღებებს.
  9. საორის რონანი მანიკურს იკეთებდა დუბლინში, როდესაც გაიგო, რომ ოქროს გლობუსზე წარადგინეს “Brooklyn“-ში შესრულებული როლისათვის. სიხარულისგან მან სალონში ყველას შამპანიური უყიდა.
  10. საორის რონანის სურვილი იყო, რომ მწვანე საცურაო კოსტუმი, რომელიც ფილში აცვია საჩუქრად დარჩენოდა.Saoirse Ronan and Emory Cohen film a kissing scene for their upcoming movie "Brooklyn" in the cold water of Coney Island, Brooklyn. Ref: SPL764546 210514 Picture by: Splash News Splash News and Pictures Los Angeles: 310-821-2666 New York: 212-619-2666 London: 870-934-2666 photodesk@splashnews.com

    მოამზადა:
საკო კოჭლამაზაშვილა