კლიშე

381

დღევანდელი საზოგადოება არაერთი პრობლემის წინაშე  დგას. ვფიქრობ, რომ ერთ–ერთი მეტად მნიშვნელოვანი და დასაფიქრებელია კლიშეების თემა.

შენ განსხვავებული იმიჯი გაქვს? მაგ: თმის ფერი – ეს დანაშაულია… განსხვავებულად იქცევი? ჭკუმხიარული ხარ? ცხოვრება გიხარია? – მაშინ, „გიჟი“  ხარ! რაიმე საკითხში გათვითცნობიერებული არ ხარ, მაშინ „გოიმი“ ხარ! შშმ. პირი ხარ: უსინათლო ყველას ეცოდები. ჯერ კიდევ „მოდაშია“ დიპლომიანი სარძლო  და სასიძო, ხოლო თუ მეგობრებთან ერთად სკვერში გაერთე და დალიე, ეგრევე „ბომჟის“ იარლიყს მოგაკერავენ და არასასურველი ხდები.

ჩემი ცხოვრებაა და  მინდა თმას  წითლად შევიღებავ, მინდა ლურჯად! ვისი რა საქმეა?! მთავარია მე მომწონდეს, კომფორტულად ვგრძნობდე თავს. შენ არ მოგწონს?! ან უბრალოდ კომპლექსი გაქვს და მზად არ ხარ იმისთვის, რომ შეხვდე განსხვავებულ ადამიანს. არც  ის არის ტრაგედია, რომ რაღაც არ იცოდე. არ ვიცი?! მოვიძიებ… ვისწავლი… დღეს ხომ მაინც არის უამრავი რესურსი იმისთვის რომ საჭირო ინფორმაცია მიიღო!

ჩემთვის არც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არსებობენ. და სულაც არ არიან ისინი საცოდავები და საწყლები, როგორც ადამიანების გარკვეული ჯგუფი აღიქვამს. პირიქით, ისინი უფრო მეტად აფასებენ ცხოვრებას, უფრო მეტად უხარიათ ყველაფერი! ისინი ხედავენ იმაზე მეტს ვიდრე ვხედავთ ჩვენ და ესმით იმაზე მეტი ვიდრე ჩვენ ოდესმე გაგვიგია…

 

მოამზადა:
მარიამ კაკაბაძემ