ვუძღვნი საკუთარ თავს

115

როდესაც ვხვდებით ბავშვობის საგნებს ჩვენს თავებს თითქოს ხელახლა ვაგნებთ რილკე

ვუძღვნი საკუთარ თავს

გამარჯობა, იმედია გახსოვარ. ნახე, როგორ შეცვლილხარ. ალბათ სარკეში იხედები და იქედან ვიღაც სხვა გიყურებს. თან ხვდები, რომ არ ჰგავხარ შენს ძველ თავს. ახლა უფრო ჩაკეტილი ხარ… მაგრამ, არა, ისევ ის ეშმაკური თვალები გაქვს, ასე ძალიან რომ მოსწონდა ყველას. ისევ ეშმაკურად უყურებ ყველაფერს და ცდილობ, არ დაკარგო ის, რაც შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ბავშვობა. ისევ ის მხიარული ღიმილი გაქვს, ყველას რომ უყვარდა. ისევ ის გამოხედვა, ცივ გულსაც რომ გაათბობდა.
დიდი სიყვარულით,
ძველი მე.

 

 

მარიამ მაზავრაშვილი,
15 წლის