რატომ უნდა იწვიმოს

328

მოსაღამოვდა. შრომისგან დაღლილი ოჯახი ვენახიდან შინისაკენ მიეშურება. არც ერთს აღარ აქვს ლაპარაკის თავი. ისინი, თავიანთ ფიქრებში გართულები, დინჯად მიიწევენ წინ. როგორც იქნა, მიაღწიეს. დიასახლისმა მაშინვე სამზარეულოს მიაშურა. ოჯახის უფროსი კი სავარძელში მოკალათდა, ჩიბუხს მოუკიდა და ღრმა ფიქრებს მისცა თავი. “ნეტავ, ამაღამ მაინც იწვიმოს, თორემ გადახმა სულ ეს ვენახი, განა ამისთვის ვიკლავდით მთელი წელი თავს?! განა ამისთვის ვღვრიდით ოფლს, რომ მზის მწველ სხივებს მთელი ჩვენი შრომა წყალში გადაეყარა?! ნეტავ იწვიმოს! ”

– ვახშამი მზადაა! –  დაიძახა დიასახლისმა და გამოაფხიზლა ის ფიქრებიდან.

 

თომა იჩუაიძე,
17 წლის