ქალი, რომელსაც დედამიწაზე საუკეთესო სამსახური აქვს – რაში იღებს ფულს რიანა ტეილორი?

243

პლანეტის მოსახლეობის უმეტესობისთვის, სამსახური რუტინას წარმოადგენს- ყველა სულმოუთქმელად ელის პარასკევის დაღამებას და ორშაბათს საწოლიდან თავის აწევა უჭირს. თუმცა არსებობს ამქვეყნად ქალი, რომელიც მუდმივ შვებულებაშია და ამით სოლიდურ ფულს შოულობს.
29 წლის რიანა ტეილორი ავსტრალიელია. იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფეშენებელურ სასტუმროებს სტუმრობს. შემდეგ ბლოგს წერს და საკუთარ გვერდზე ათავსებს ფოტოებთან ერთად.
რიანას რეცენზიები არნახული პოპულარობით სარგებლობს. სასტუმროების მფლობელები მას უზარმაზარ თანხას უხდიან – რადგან გგონას ფენომენალური ნიჭი აქვს ყველა შეუმჩნეველი დეტალიც კი ორიგინალურად აღწეროს.

საკუთარ ბლოგში რიანა ისეთ დეტალებსაც კი წერს როგორია აუზში წყლის ტემპერატურა და აკლია თუ არა რამე მისთვის მირთმეულ კაპუჩინოს. ამ ყველაფერს კი გოგონა ორიგინალურ ფოტოებს ურთავს.

გოგონას სასტუმროს მეპატრონეებისგან იმდენი შეთავაზება აქვს, რომ გეგმა დიდი ხნის წინ აქვს გაწერილი.

წყარო