მთვარის მოქმედება ქვეცნობიერზე

474

გარშემო ყველაფერი ახდენს ზემოქმედებას ჩვენზე. მზის ულტრაიისფერი სხივები, განთიადის ყურება, გასეირნება ტყეში, ზღვაში ცურვა და ა.შ.. ბუნების ჰარმონია აბალასებს ჩვენს სხეულში ენერგიას. მაგრამ ყველაფერი არაა სასარგებლო ადამიანისთვის. მთვარეს, რომელსაც რომანტიკულად წარმოგვიჩენენ პოეტები და მწერლები საუკუნეების განმავლობაში, ადამიანზე ბევრი ცუდი გავლენაც აქვს. მრავალი მეცნიერული კვლევაა ჩატარებული იმაზე, თუ როგორ მოქმედებს სავსე მთვარე ადამიანის სხეულზე და ქცევაზე.

ასევე ასტროლოგებისგან ბევრჯერ მიგვიღია, მზარდი მთვარის ფაზაში კარგია მკურნალობის დაწყება ან მსგავსი, ზოგადი რჩევები ბევრია. მაგრამ ეს კიდევ ინდვიდუალურად ყველა ადამიანის პირადი რუკის განხილივით ხდება, როდესაც ასტროლოგმა იცის ზუსტი დაბადების დრო,თარიღი და საათი.

 

მთვარე, ცნობიერი და არაცნობიერი

კვანტური ფიზიკის მიხედვით, ყველაფერს სამყაროში, ვარსკვლავებს, პლანეტებს, მთვარეს ყველაფერს თავის ვიბრაცია აქვს. ყველაფერი მოქმედებს ყველაფერზე. მთვარის ვიბრაცია მოქმედებს ჩვენს გრძნობებზე და ემოციებზე. ნეიტრონულმა მეცნიერებამ დამტკიცა რომ ქვეცნობიერი მართავს ჩვენი ცხოვრების 95% ს.

ქვეცნობიერი არის ადგილის სადაც წლების განმავლობაში დაგროვილი შთაბეჭდილებები, ემოციები და აზრებია აკუმულირებული. ამას განაგებს უფრო მეტად მთვარე. ასტროლოგთან ვინც ყოფილა და ვისაც პირადი რუკა გაუკეთებია ვიცით, რომ ძირითადი მზის ნიშნის გარდა, გვყავს მთვარე. მთვარე მშვილდოსანში, მთვარე მორიელში, მტვარე თევზებში და ა.შ..  ანუ ეს ის მითითებაა თუ როგორ იმართება ქვეცნობიერი. საჭიროა კონსტრუქციული ღრმა დაკვირვება, რომ გამოვიცნოთ რა ხდება ჩვენი გონების რეალობაში და როგორ მუშაობს ის.

მთვარის ვიბრაცია ახდენს გავლენას, ჩვენი ქვეცნობიერი აზრები როგორ გარდაიქმნებიან ჩვენს ცხად ფიქრებად და ემოციებად.

 

მთვარე, მოქცევები და ადამიანის სხეული

დედამიწაზე მოქცევების მიზეზი მთვარეა, მთვარე მოქმედებს წყალზე. ზღვის ცხოველებისთვის ძალიან მძიმეა მთვარის ასეთი პერიოდები. არისტოტელე და რომაელი ისტორიკოსი პლინიუ ამბობდენენ რომ „გონება  ადამიანის ყველაზე ტენიანი ორგანოა“. მეცნიერები მიყვებიან ამ თეორიას, რადგან ადამიანის ორგანიზმის 80% წყლისგან შედგება, შეუძლებელია მთვარე არ მოქმედებდეს ჯანმრთელობაზეც. მთვარე ასევე ძილზე მოქმედებს, მთვარის სხვადასხვა ფაზის დროს ადამიანებს სხვადასხვანაირი სიზმრები ესიზრებათ. თითქოს ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდით, ბევრი რჩევა ვიცით წინპრებისგან, მაგრამ ამაზე დაფიქრება და გაცნობიერება უკეთეს შედეგს მოგვიტანს. იოგას ბევრ მიმართულებაშიც არის განსაზღვრული მთვარის დღეები და საათები როდის სჯობს ვარჯიში.

მიუხედავად ადამისა, ადამიანი უნიკალური არსებაა და შეუძლია თავად აკონტროლოს თავის გონებაც და სხეულის მდგომრეობაც. ამისთვის საჭიროა დავაკვირდეთ საკუთარ ვიბრაციას. ემოციებს და იმპულსებს, ქცევებს როდის როგორები ვართ. ყველას შუძლია მთვარის გაველნა თავის სასრგებლოდ შემოიბრუნოს.

1.      მთვარეს ყველაზე დიდი გავლენა აქვს, როდეს პირველად რკალის სახით ჩნდება ცაზე. ამ პერიოდში ადამიანის ორგანიზმი იწმინდება ტოქსინებისგან.

2.      მთვარის ფაზის პირველ მეოთხედში იწყება ორგნიზმში ცხიმების დაგროვება, ამიტომ უნდა აკონტროლოთ წონა.

3.      როდესაც მთვარე დისკოს ნახევარს იკავებს ადამიანში ხდება ენერგიის მომატება, ამ დროს უნდა ვიაქტიუროთ და გადაწყვეტილებები თამამად მივიღოთ.

თუმცა არ არის აუცილებელი მთვარის ფაზებს  ელოდოთ კალენდართან დადარაჯებული და ამის მიხედვით იმოქმედოთ, საკმარისია თვითდაკვირვების გამომუშავება. ადამიანის გონება ყველაზე დიდი ძალაა და თვითგაცნობიერების შემთხვევაში ყველაფრის გარდაქმნის უნარი აქვს.