ოღონდ მართლა

354

მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად, ჩემი ცხოვრება ხარ, შენს გამო, სიცოცხლესაც კი დავთმობდი. ალბათ ყველასთვის ნაცნობია ეს ფრაზები, რომლებიც სხვა არაფერია დღევანდელ რეალობაში თუ არა სიტყვების უაზრო რახარუხი, რომელსაც მხოლოდ გამონაკლისები თუ დაიჯერებენ, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ გულუბრყვილონი არიან. რატომ? იმიტომ, რომ შემცირდა დედამიწაზე ჭეშმარიტი სიყვარული, მხოლოდ და მხოლოდ გამონაკლისებს ძალუძთ მისი გამოვლინება. გადაშენების პირასაა და ალბათ გადავაშენებთ კიდეც მალე მას, თუ რამე არ შევცვალეთ ჩვენს ცხოვრებაში. არ გჯერა? არც მე მინდა მჯეროდეს, მაგრამ მწარეა რეალობა.

 

თომა იჩუაიძე,
17 წლის