როგორ შეუნარჩუნოთ მკერდს ფორმა

225

დროთა განმავლობაში მკერდი აუცილებლად ეშვება და ფორმას კარგავს. ამის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს: არასწორად შერჩეული ბიუსჰალტერი, მზის სხივები, ცვლილებები წონაში, მეტისმეტად ცხელი აბაზანა, ძუძუთი კვება და ა.შ.  მკერდის ტონუსში მოყვანა და მისი ფორმის ოდნავ კორექტირება შესაძლებელია. თუ თქვენი მოშვებული მკერდი თქვენი პრობლემა არაა, ეს რჩევები, მისი ფორმის შენარჩუნებაში გამოგადგებათ.
1. სწორად შეარჩიეთ ბიუსჰალტერი.  არასწორად შერჩეული ბიუსჰალტერი არამხოლოდ ფორმას დაუკარგავს მას, არამედ სხვადასხვა დაავადებაც შეიძლება გამოიწვიოს.
2. ყოველთვის ატარეთ ბიუსჰალტერი, როცა ვარჯიშობთ. ვარჯიშისას მკერდი გაცილებით მეტად მოძრაობს. შედეგად კანი იწელება და დროთა განმავლობაში მკერდი აუცილებლად დაკარგავს ფორმას. ვარჯიშისთვის სასურველია სპეციალურად შერჩეული სპორტული ბიუსჰალტერი გამოიყენოთ.

3. შეწყვიტეთ მოწევა. მკერდის არეში კანი საკმაოდ დელიკატური ადგილია. ის თითქმის ისეთივე ნაზია, როგორც სახის კანი. მკერდთან კანი ადვილად კარგავს ელასტიურობას თუ ეწევით. სიგარეტისთვის თავის დანებებითჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ და ლამაზ მკერდსაც.
4. მოერიდეთ მზეს. ულტრაიისფერი გამოსხივება თქვენს კანს დააზიანებს. თანაც ამ ადგილას კანი ადვილად იწვება. თუ გარუჯვას აპირებთ, ამ ადგილას გამოიყენეთ მზისგან დამცავი იგივე კრემი, რომელსაც სახისთვისხმარობთ.
5. გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი ან ლოსიონი. ქალების უმრავლესობა მკერდს ნაკლებ ყურადღებას აქცევს. აუცილებლად დაიტენიანეთ შესაბამისი კრემით ან ლოსიონით ეს არე.
6. ეცადეთ შეინარჩუნოთ წონა. წონაში ხშირი ცვალებადობა მკერდის მოშვების ერთ-ერთი მიზეზია. წონაში მომატება კანს ჭიმავს, ხოლო როდესაც იკლებთ, მკერდზე მოშვებული კანი უკვე ადვილი შესამჩნევი ხდება. თუ წონაში დაკლებას გადაწყვეტთ, აუცილებლად ივარჯიშეთ და ნუ ეცდებით სასურველი შედეგი უმოკლეს დროში მიიღოთ.
7. გამოიყენეთ push-up ბიუსჰალტერი.  თუ თქვენი მკერდის ფორმა მაინც და მაინც არ მოგწონთ, გამოსავალი ასეთი ფორმის ბიუსტჰალტერია.
8. მიიღეთ სწორი დგომი. ცხადია, ეს მკერდის ზომას და ფორმას მთლიანად არ შეგიცვლით, მაგრამ შედეგს აუცილებლად დაინახავთ. ყოველთვის გაიმართეთ მხრებში. შეათვალიერეთ თქვენი თავი სარკეში სანამ სახლიდან გახვალთ. სიარულისას თავი მაღლა ასწიეთ. თავიდან ეს შეიძლება სასაცილოდაც მოგეჩვენოთ, მაგრამ რეალურად უფრო მოხდენილად გამოიყურებით და ასე სიარული თანდათან ჩვევად გადაგექცევათ.

9. დაივიწყეთ სასწაულებრივი კრემები. ასეთი კრემები უამრავი ქიმიური ნივთიერებებითაა სავსე. მათ იმედად ნუ იქნებით. არაა გამორიცხული თქვენს კანზე უარყოფითადაც იმოქმედოს. კრემი დიდი ყურადღებით უნდა შეარჩიოთ.
10. ვარჯიშისას ყურადღება მიაქციეთ თქვენს ზურგს. როგორც წესი, ზურგი ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. ეს რჩევა აუცილებელია იმ ქალებისთვის, ვისაც დიდი მკერდი აქვთ. ზურგის კუნთების გამაგრება დიდი მკერდის გამო გამოწვეულ ტკივილს აგარიდებთ.
11. დალიეთ წყალი. გაუწყლოებასთან ერთად თქვენი კანი გამოშრება. წყლის ნაკლებლობა დაგბერების პროცესს უწყობს ხელს. ცხადია, ეს მკერდზეც აისახება. იგი ფორმას დაკარგავს და მოეშვება. ადამიანმა დღის განმავლობაში 1,5ლ-დან 3ლ-მდე წყალი მაინც უნდა დალიოს.
12. ივარჯიშეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფიქრობს, რადგან მკერდი კუნთი არაა, მას ვარჯიშით ფორმას ვერ შეუნარჩუნებ, ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის პლასტიკური ქირურგიის პროფესორ ენ ტეილორის აზრით ვარჯიში მკერდს ამკვრივებს. მკერდის გასამკვრივებლად საუკეთესო ვარჯიში აზიდვებია.

13. ყინულის მასაჟი. ყინული კანს ხელს უწყობს რომ ტონუსში იყოს. აიღეთ ყინული და წრიული მოძრაობით დაიმუშავეთ კანი. შეგიძლიათ ეს პროცედურა ნაჭერში გახვეული ყინულის კუბებითაც გააკეთოთ. სასურველია, მასაჟი ერთ წუთზე მეტ ხანს არ გაგრძელდეს.
ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვა ქალებს. ყველა ადამიანის სხეული ინდივიდუალურია. საკუთარი თავის სხვა ქალებთან შედარებით მხოლოდ ხასიათს თუ გაიფუჭებთ.

 

წყარო