კაცის თვალით დანახული 6 შეცდომა, რომელსაც სექსის დროს უშვებთ

84

სექსუალური პრობლემები ბიჭთან მაშინ იწყება, როცა სურვილები და რეალობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ნუ დაიწყებთ ფიზიკურ ნაკლოვანებებზე ფიქრს, ქალის მთელი სექსუალურობა მის ფიქრებსა და ფანტაზიებში იმალება. ქალი ყველაზე გარყვნილი და ტემპერამენტია მაშინ, როცა ვერავინ ხედავს.

მოდით, განვიხილოთ მამაკაცის თვალით დანახული ქალის ყველაზე გავრცელებული შეცდომები სქესობრივი კავშირისას:

1. ქალის საძინებელი ოფისს ჰგავს

თქვენს პარტნიორს ლიბიდოს უქვეითებს საბუთებით სავსე საძინებელი. ხედავს კომპიუტერს, მიმოფანტულ ქსეროქსებსა და ფაილებს. თქვენი ოთახი მამაკაცს აფიქრებინებს, რომ ჩვეულებრივ სახლშიც მუშაობთ, მოსაწყენი ცხოვრების რიტმი გაქვთ და თუ თქვენთან სერიოზულ ურთიერთობას გააბამს დროის დეფიციტი მუდმივ პრობლემად გადაიქცევა.

2. ტაბუს დადება ორალურ სექსზე

ორალურ სექსს ნუ უყურებთ, ისე როგორც ამაზრზენ აქტს, თქვენს ხომ გიყვართ თქვენი მეორე ნახევარი? შეუძლებელია, შეყვარებულის/ქმრის გარკვეული ნაწილები გიყვარდეთ, სხვები კი გზიზღდეთ. ორალურ სექსზე უარის თქმა არა მხოლოდ დააშინებს თქვენს კაცს, არამედ კომპლექსებსაც გაუჩენს.

3. სისუფთავის გადაჭარბებული სიყვარული

ორგაზმის შემდეგ პირდაპირ სააბაზანოში გაქცევა ჭკვიანური გადაწვეტილება არ არის. ნუ იჩქარებთ მოწესრიგებას. რა თქმა უნდა, სექსის შემდეგ უნდა იბანაოთ, მაგრამ ჯერ მოიცადეთ, მოესიყვარულეთ, დაელაპარაკეთ, შეაქეთ.

4. დრესკოდი

აუცილებელი არ არის ძვირიან სექსუალურ საცვლებში გამოეწყოთ, მარამ თუ კაცს ორი ზომით დიდ სპორტულებში დახვდებით, ბუნებრივია
რომ ვერ აღიგზნება. სულ ერთია ძვირიან რესტორანში ხართ თუ სახლში, ხომ გსურთ რომ საყვარელ მამაკაცს მოსწონდეთ?

5. ყოფილებზე საუბარი

არც ერთ კაცს არ მოსწონს, როცა ყოფილს ადარებენ. დაივიწყეთ ძველი ურთიერთობები. რაში აინტერესებს თქვენს შეყვარებულს რას აკეთებდით ყოფილთან ერთად, როგორი იყო ლოგინში, რას გჩუქნიდათ და ა.შ ?

6. ქველმოქმედება

სექსში ქველმოქმედება აკრძალულია! თუ თქვენ მარტო იმიტომ თანხმდებით ინტიმურ კავშირს, რომ ეს კაცს სურს, დიდ შეცდომას უშვებთ. სექსი არის აქტივობა, რომელშიც ორივე მხარე საკუთარი სურვილით უნდა იყოს ჩართული. წინააღმდეგ შემთხვევაში არც კაცი დარჩება ნასიამოვნები და არც ქალი.

 

წყარო: reitingi.ge