Music Life – Turn it On!

102

,,Queen,” ,,Led Zeppelin,” ,,Metalica,” ,,Deep Purple,” ,,The Beatles”, ,,Linkink Park,” ,,Scorpions,” ,,Guns a Rosses,” ,,Pink Floyd” – ეს სახელები მთელი მსოფლიოს როკმოყვრულებისათვისა და მელომანებისთვის ხარისხიან მუსიკათან და განუმორებელ მუსიკოსებთან ასოცირდება. თითოეული მათგანი კონკრეტული მიზნით არის შექმნილი და კონკრეტულ სათქმელს გვეუბნება. და საერთოდ, მუსიკას დიდი ზემოქმედება შეუძლია ჩვენს ფსიქიკაზე.

მუსიკალური ინდუსტრია სწრფად განვითარებადი და ცვალებადია, ასევე დიდია კონკურენციაც. დროსთან ერთად, მუსიკალური გემოვნება იცვლება, ჰიტები ძველდება, ძველ სიმღერებსა და ტექნოლოგიებს ახალი ენაცვლება და თუ წლების წინ  მელომანების გარკვეული ნაწილი იყო დაყოფილი ,,როკერებად და რეპერებად“, დღეს მათ ემატება ელექტრონული მუსიკის პოპულარობა საკმაოდ ვრცელი მიმდინარეობა სხვადასხვა საკრავებითა და ინსტრუმენტებით გაჟღერებული მუსიკა.

თანამედროვე სამყაროში, როგორც მუსიკაში ასევე, თითქმის ყველა სფეროში ხდება „დებატები“ იმის შესახებ, თუ რას უსმენს საზოგადობა. ეს საკითხი დღემდე აქტუალურია, რადგან ყველა ჟანრს ჰყავს თავისი მსმენელი. ყოველთვის იყვნენ და იქნებიან კლასიკური მუსიკის გულშემატკივრები და ისეთებიც, რომელთა გემოვნება ,,ქალაქურ-საქეიფო“ ჟანრს ვერ გაცდება.

დღეს ელექტრონულ მუსიკასთან ერთად ძალიან აქტუალურია როკის სხვადასვა მიმდინარეობები: პანკ-როკი, მძიმე როკი, პროგრესული როკი, ჰიპ–ჰოპი. ახალგაზრდებში უკვე ძალიან ბევრია ვინც თვითონ ქმნის მუსიკას და ზოგიერთი მათგანისთვის ეს შემოსავლის წყაროა. ასევე არიან ქართველი დიჯეები, რომელთა შექმნილი მუსიკა არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც ცნობილია.

ინტერნეტმა, ამასთან ახალმა ტექნოლოგიებმა  და აპარატურამ დიდი გადატრიალება მოახდინა მუსიკის ინდუსტრიაში. დღეს მომღერლებს შეუძლიათ საკუთარ სახლში ჩაწერონ მაღალი ხარისხის მუსიკა და ხელმისაწვდომი გახადონ ფართო მასებისთვის.

რამდენიმე ცნობილმა მომღერალმა ისე ჩაწერა და გაავრცელა თავისი სიმღერები, რომ საერთოდ არ მიუმართავს ჩამწერი კომპანიებისთვის. თუმცა მუსიკის მწარმოებლები მუდმივად ეძებენ ახალ-ახალ ხმას, მაგრამ ამ ,,ხმების“ პოვნა არც ისე იოლია. უამრავი ადამიანი ოცნებობს ვარსკლავობაზე, თუმცა გრძელი და რთული გზაა გასავლელი ოცნებიდან რეალობამდე.

 

მოამზადა:
სალომე უბირიამ