მე ინდიგო ვარ

153

მე ინდიგო ვარ. ინდიგო ძალიან ლამაზი ფერია, მაგრამ როცაამას აღიარებ, შენ ირგვლივ გაკვირვება და გაუცხოებაიგრძნობა. უკეთ რომ გაგეცნოთ, ერთ ამბავს მოგიყვებით. ამზაფხულში დავალება მომცეს – დამეწერა მოთხრობა,რომელიც ზუსტად ასი სიტყვისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი.ჰოდა, მეც დავწერე: 100 სიტყვა: მე მქვია მარიამი. ეს უკვე სამისიტყვაა. უფროსწორად, ათი სიტყვა,  თუ ამ წინადადებასაცჩავთვლით. ვარ თხუტმეტი წლის. მიყვარს კითხვა. უკვეოცდაერთი სიტყვა. მიყვარს წერა. უკვე ოცდაოთხი სიტყვა.ვსწავლობ სკოლაში. მყავს ბევრი ”მეგობარი.” ვუსმენ როკს.ვარ განსხვავებული. (ოცდათოთხმეტი სიტყვა) დავიბადეთბილისში. ვცხოვრობ დედასთან ერთად. ახლა ვუსმენ “Soad”-ს!!!. მიყვარს გეოგრაფია და ისტორია. მინდა საზღვარგარეთწასვლა. ჩვეულებრივობა უცხოა ჩემთვის. მიყვარსმითოლოგია. ვსწავლობ ძველ ბერძნულს და ეგვიპტურს. უკვესამოცი სიტყვა. მიყვარს ოთხი მსახიობი: Jim Sturgess, Katherine Heigl, Logan Lerman, Dylan O’Brien. სამოცდაცხრა სიტყვა. მყავს კარგი მეგობრები.სამოცდათორმეტი სიტყვა. ვჭამ “Fast Food”-ს. ვოცნებობ ჟურნალისტობაზე. მიყვარს მუსიკა,გიტარა და დედიკოს ცხელი „პერაშკები”. უკვე ოთხმოცდაექვსი სიტყვა. მომწონს ცეკვა: ჰიპ-ჰოპი და ბრეიკდანსი. მიყვარს მოგზაურობა. და უკვე ას ერთი სიტყვა. მგონი, როგორცმიხვდით, მძულს „ჩარჩოები” დიახ, მე ვერ ვთავსდები ჩარჩოებში! როცა მთხოვენ, ასი სიტყვადაწერეო, მე ასმეერთე სიტყვა ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია. შეიძლება, ეს თინეიჯერობისბრალიცაა. ასაკთან ერთად გაივლისო, ფიქრობენ მოსიყვარულე და მზრუნველი უფროსებიდა ცდილობენ ყველაზე ლამაზი და მჭიდრო ჩარჩო შემირჩიონ, მაგრამ ჩემი მწვანე თმები დაუცნაური ხასიათი იქიდანაც მშვენივრად მოჩანს.

როგორც პიტერ პენშია, დედაჩემი ყოველ ღამე ძილში მონდომებით ალაგებს (მას ასეჰგონია) ჩემი ტვინისა და გულის უჯრებს და შემდეგ გაფართოებული თვალებით უყურებს.როგორ ვურევ მე ერთ წამში ყველაფერს. უფროსები დიდი სიყვარულით მივარცხნიან და რაცშეიძლება. მოკლედ კვეცავენ ჩემს ფრთებს – ვაიმე, მაღლა არ აფრინდეს და რაიმე არდაიშავოსო! რა ქნან, ისინი ასე ფიქრობენ, რომ მე „ნორმალური“ და „საზოგადოებისთვისმისაღები“ უნდა ვიყო და ჩემი ინდივიდუალიზმი მხოლოდ შიშს იწვევს. შიშს, ჩემი მომავლისგამო. ისინი ხომ შეჩვეულები არიან გარკვეული წესებით ცხოვრებას! უბრალოდ, ასეგაიზარდნენ სხვა ქყვეყანაში, მაგრამ მე გავიცანი ბიჭი, რომელიც ძალიან მომეწონა, მასჰოლდენი ქვია, ჰოლდენ კოლფილდი. ძალიან მაგარი ტიპია . ისიც თინეიჯერი იყო და მასაციგივე პრობლემები აწუხებდა. სელინჯერის ეს ნაწარმოები 1951 წელს გამოიცა დასაზოგადოებამ ის ცუდად მიიღო. სწორედ იმ სტერეოტიპების გამო, რაც უფროსებსახასიათებთ, მაგრამ შემდეგ ჰოლდენი თინეიჯერების კუმირი გახდა. ახლა უფროსებიცაღიარებენ მას. ასე რომ, მე მჯერა – თუ ჰოლდენი მიიღეს და შეიყვარეს, ისეთი, როგორიცაა,მეც მაქვს უფლება ვიყო ისეთი, როგორიც ვარ.

 

მარიამ მაზავრაშვილი,
15 წლის