„გლობალ თრეველი“  – ჩვენგან ყველა მიდის გაღიმებული და კმაყოფილი

132

საახალწლოდ ყველა სადღაც მიდის… ზოგი ბარსელონაში, ზოგი ეგვიპტეში, ზოგი პარიზში , ზოგიც ნიუ იორკში, მე კი მივედი „გლობალ თრეველში“, კომპანიაში, რომელიც ჩვენ მოგზაურობაში გვეხმარება.

ინტერვიუ “გლობალ თრეველის“  დირექტორთან ქ. თინათინ მარგალიტაშვილთან.

 

– მოგვიყევით “Global Travel”-ის შესახებ.
– “Global Travel”-ი დაფუძნდა 2005 წელს. ჩვენი კომპანია მუშაობს გამყვანი ტურიზმის მიმართულებით. ამ ხნის განმავლობაში დიდი პროგრესი განივცადეთ და ტურისტულ ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია გვიკავია.

 

-რატომ არა შემომყვანი ტურიზმი?
– გარკვეული პერიოდი ამ კუთხით ვმუშაობდით, მაგრამ სამწუხაროდ არასტაბილური სიტუაცია გვაქვს საქართველოში. ეს უშუალოდ ეხება ჩვენს რეგიონს: რუსეთს და უკრაინას, საიდანაც არის რეალური მოთხოვნა შემომყვან სეგმენტზე. ამიტომ ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ არ ღირს რესურსის დახარჯვა. თუმცა როგორც კი დავინახავთ, რომ სიტუაცია სტაბილური გახდა, ამ კუთხითაც აუცილებლად ვიმუშავებთ.

-შემომსვლელი ტურისტებისათვის, რომელია უფრო პრიორიტეტული მიმართულება: სამთო, საზღვაო, ეკო თუ კულტურული ტურები?
– ჩვენ შემთხვევაში უფრო კულტურული თვალსაზრისით არის მოთხოვნა: სხვადასხვა რეგიონის მონახეულება, ჩვენი სამზარეულოს დაგემოვნება და ა.შ. ძირითადად ამ მიმართულებით შემოგვიყვანია ტურისტები უცხოეთიდან. თუმცა რასაც ვუყურებ სტატისტიკურად სამთო-სათხილამურო კურორტებზეც საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი სასტუმროები არ გვიწყობენ ხელს. იმიტომ რომ თვითონ უკრაინული კომპანიები უკავშირდებიან და ჩვენი სასტუმროებიც უფრო დიდ სარგებელს აძლევენ უშუალოდ უცხოურ კომპანიებს, ვიდრე საქართველოში არსებულებს. შესაბამისად ჩვენ ვეღარ ვუწევთ ფასებს კონკურენციას.

-გამყვან ტურიზმში რომელი ქვეყანაა ყველაზე მოთხოვნადი?
– გამყვანიდან ყველაზე მოთხოვნადია: თურქეთი, ეგვიპტე და დუბაი, იმიტომ რომ იქ არის კურორტული ზონები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ წავიდნენ და დაისვენონ ზღვაზე. მაგ: ეგვიპტე სადაც წლის ნებისმიერ დროს შეუძლია ტურისტს წასვლა. რაც შეეხება თურქეთს, ზაფხულში ძალიან მოთხოვნადია, იმის გამო, რომ ვიზა არ გვჭირდება და ფასიც ხელმისაწვდომია. თუმცა ევროპაზეც არის ძალიან დიდი მოთხოვნა. ზამთარში ტურისტების უმრავლესობა, სწორედ იქ ამჯობინებს წასვლას. რაც შეეხება ეგვიპტეს, ტურები დროებით შეჩერებული გვაქვს.

– ანუ, არსებულმა აღმოსავლეთის კრიზისმა, მაინც იქონია უარყოფითი გავლენა?
– რა თქმა უნდა. ამ ეტაპზე უშუალოდ ჩვენმა კომპანიამ შეაჩერა გაყიდვები ეგვიპტეში, რადგან არეული სიტუაცია. მიუხედავად იმისა, რომ რეისი ჩვეულებრივად სრულდება. იმის გამო, რომ არ არის სტაბილური მდგომარეობა, ეგვიპტეში გამგზავრება ჯარიმებთან და სანქციებთან არის დაკავშირებული. ეს კი მგზავრებს არ მოსწონთ, არ ესმით და ამისგან ჩნდება ბევრი პრობლემა. ამიტომ გვირჩევნია დროებით შევაჩეროთ გაყიდვები. ჩვენ არ გვიღირს მიღებული თანხა, იმისთვის რომ მგზავრებს ასეთი სახის პრობლემები შევუქმნათ.

– რატომ „გლობალ თრეველი“ და არა სხვა, ანუ რა არის თქვენი უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით?
– პირველ რიგში კონკურენტუნარიანი ფასები. მეორე რიგში საკმაოდ მაღალი დონის მომსახურებას ვთავაზობთ ჩვენს მგზავრებს, „გლობალ თრეველისგან“ ისინი ყოველთვის გრძნობენ მხარდაჭერას. ჩვენ ტურისტებს არასდროს ვტოვებთ გასაჭირში. ხარვეზისგან არავინ არის დაზღვეული, სწორედ ამაში გამოიხატება ჩვენი თანადგომა და სიძლიერე. ყველას შეუძლია გაყიდოს პაკეტი, მაგრამ შემდეგ როგორ უნდა მიაწოდოს და მიხედოს მგზავრს და არ მიატოვოს პრობლემების დროს, სწორედ ეს არის მთავარი. ჩვენთან მგზავრები თავს გრძნობენ დაცულად.

 –თუ გაქვთ მომხმარებლისათვის საახალწლოდ განსაკუთრებული შეთავაზებები?
– რა თქმა უნდა გვაქვს, მაგრამ ფასები საკმაოდ მომატებულია, იმიტომ რომ ყველაზე მოთხოვნადი პერიოდია. ჩვენ საახალწლოდ მომზადებას ვიწყებთ 4 თვით ადრე, ზაფხულის სეზონს დამთავრებისთანავე, რომ რაც შეიძლება დაბალი ფასები შევთავაზოთ მგზავრებს. ამ ეტაპზე ყველაზე იაფი, მაინც იტალიის საგზურია – 280 ევროდ.

– მოგვიყევით კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ…
– დაგეგმილი გვაქვს უფრო მეტი პროდუქტის შემუშავება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კრიზისია, ეს ჩვენ კომპანიას არ უგრძვნია და უფროდაუფრო ვპროგრესირდებით. გვაქვს მრავლისმომცველი პროდუქტები. ვაკეთებთ თუნდაც ისეთ ვიზებს, რომელი ქვეყნის საელჩოები და საკონსულოები საქართველოშიც არ არის. რაც ბევრ სხვა კომპანიას არ შეუძლია.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლების სტატისტიკა, რამდენად კმაყოფილები რჩებიან ჩვენი მუშაობით. როდესაც ჩამოდიან ყოველთვის ვუკავშირდებით და ვუსმევთ გარკვეულ კითხვებს. რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ ყოველთვის გულისყურით ვისმენთ მათ რჩევებს. არც ერთ შენიშვნას ეს იქნება სოციალური ქსელის თუ ტელეფონის საშუალებით არ ვაიგნორებთ, არ მეგულება არც ერთი მგზავრი, რომელიც იტყვის, რომ მე “გლობალ თრეველში“ პრობლემა შემექმნა, ეს პრობლემა დავაფიქსირე და არ მომიგვარეს. ჩვენ ყოველთვის ვაგვარებთ მგზავრების პრობლემებს, რომ ის მაქსიმალურად კმაყოფილი წავიდეს.

ჩვენ არ ვართ მარტო ჩვენ თავზე დამოკიდებული. არის ასევე სასტუმროს ფაქტორიც. ბოლო წუთს უცებ შეიძლება თქვან უარი. ჩვენი ვალია, რომ მგზავრი არ დავტოვოთ ქუჩაში და გადავიყვანოთ სხვა სასტუმროში, რომელიც უფრო კომპფორტული იქნება, რომ დაავიწყდეს ის გაჩენილი პრობლემა.

მაღალი ხარისხის მომსახურება, ყურადღება, პატივისცემა, სასიამოვნო გარემოში მოსვლა, სადაც არ ხვდებათ დაძაბული სახეები – ეს არის ჩვენი პრიორიტეტი.

სწორედ, ეს არის წარმატების საწინდარი – ჩვენგან ყველა მიდის კმაყოფილი და გაღიმებული.

 

მოამზადა:
საკო კოჭლამაზაშვილმა