ანდროს გამოეღვიძა

91

ანდრო მარტო ცხოვრობს, უყვარს ძაღლი, რომელიც უკვე სამი წელია, მოუკვდა. სხვა არავინ, არ იცის, როგორ უნდა უყვარდეს. ახლახან გახდა 33-ის, ან იქნებ მეტის, ეგეც არ იცის.უბრალოდ დგება დილით, იცვამს გაუთოვებულ პერანგს, გაპრიალებულ ფეხსაცმელს და მიდის სამსახურში. იმდენ დროს ატარებს იქ, რომ უკვე ისიც აღარ იცის, სამსახურიდან ბრუნდება სახლში, თუ სახლიდან – სამსახურში. იქ ყველაფერი ნაცრისფერია, კედლები,კარებები, ფანჯრები არ აქვს ანდროს სამსახურს.

ანდრო არავის იცნობს, მხოლოდ თავს უკრავს დილაობით, მათგან კი ცივ მზერას ანირონიულ ღიმილს იღებს. საღამოს, როდესაც ყველა ოთახში შუქს აქრობენ, ანდრო ისევსამუშაო მაგიდასთან ზის, მას არავინ ემშვიდობება, კარის ქვემოდან აცურებენ შენობისგასაღებს და მიდიან. ანდრო ისევ ნახაზებშია ჩამძვრალი და ხანდახან ღიღინებს, ამასმხოლოდ მას შემდეგ ბედავს, როცა რწმუნდება, რომ ყველა წავიდა. ანდრო ყავას ისხამს,ლიმონს წურავს და სახე ემანჭება, თმას გაოფლილი შუბლიდან იშორებს და ფანქარს თლის.ანდრო დაღლილია, მაგრამ იცის, არსად ეჩქარება, ამიტომ საათსაც არ უყურებს.

ანდრომ ორი კვირის წინ გაიგო, რომ კიბოა ქვს. თავის ტვინის კიბო. მანამდე უნდა მოასწროსდარჩენილი საქმე, ამიტომ ზის აქ, ამ დროს, ასეთი სახით. ანდროსთვის მთავარია ეს საქმედაამთავროს, მერე მოვიდეს სიკვდილი, ანდროს არ ეშინია. სადღაც, გულის სიღრმეში იმედიაქვს, რომ იქ უფრო მეტ მეგობარს იპოვის. სისულელედ ეჩვენება ახლა ეს იმედი, მაგრამ მაინცვერაფერს უხერხებს. ხანდახან ფიქრობს, როგორ მოვიდა აქამდე, როგორ გახდა ასეთი,მხოლოდ ის იცის, რომ არასდროს მოსწონდა აქაურობა. პროტესტიც არ  ჰქონია არასდროს,უბრალოდ ჩუმდებოდა, ალბათ ესაა ყველაზე დიდი პროტესტი იმ  ხანაში, სადაც ის იმარჯვებს,ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირის.

ანდრომ ჭიქაში დარჩენილი წვეთები ენის წვერით ალოკა და თვალები მოისრისა. მერეჩაალაგა საქაღალდეებში ყველაფერი და გარეთ გამოვიდა. ცრიდა, მაგრამ მაინც ჩახუთულიჰაერი იყო და ანდროს სუნთქვა მოუნდა. ნაბიჯს აუჩქარა და სადღაც გადაუხვია, აქამდეარასდროს მოქცეულა  ასე, ყოველთვის თანაბარი ნაბიჯით მიდიოდა გაჩერებამდე, მერემაღაზიაში შედიოდა.  ყიდულობდა შავ პურს და ყავას, მერე სახლში. მისვლისთანავე,ტანსაცმლიანად წვებოდა და დიდხანს უყურებდა თეთრ ჭერს.

მოკლედ, იქ გავჩერდი, გზიდან რომ გადაუხვია, ერთ ვიწრო ქუჩას ჩაუყვა და პირველადგაიხედ-გამოიხედა, ხეებს მწვანე ფოთლები თითქმის აღარ შერჩენოდათ, წვიმას ასფალტიჩაეშავებინა და საიდანღაც ისმოდა ანდროს ფეხის ხმა, ჩუმი და გაუბედავი. ანდრო კუთხისმაღაზიაში შევიდა და  სიგარეტი იყიდა, ცხოვებაში  პირველად. ბევრი ფიქრის შემდეგ მოუკიდად ღრმა ნაფაზი მოქაჩა, ხველება აუტყდა და წინ მიმავალმა გოგონამ შეშინებულიგამომეტყველებით მოიხედა. ანდრომ პირველად გაიფიქრა, რომ  გოგო ლამაზი იყო. ანდროსშერცხვა. უხერხულად გაიღიმა და სიგარეტი შეუმჩნევლად მოისროლა, ანდრომ პირველადდააგდო ქუჩაში ნაგავი. ნაბიჯს აუჩქარა და გოგონას დაეწია, მის გვერდით მიაბიჯებდა და თავსუჩვეულოდ მშვიდად გრნობდა. გოგონამ გაუღიმა და ანდროს უკვე მეორედ შერცხვა.მიდიოდნენ აუჩქარებლად, შესახვევთან გოგონა გაჩერდა.

–  დღეს ძალიან მეჩქარება. ხვალ ისევ ამ დროს, აქ მოდი.

ანდრომ თავი დაუქნია. გოგონა წავიდა. ანდრომ საათზე დაიხედა.

ანდროს პირველად შეეშინდა სიკვდილის.

 

თინა ქარელი,
17 წლის