„ისტორიას დარჩება“ (+ ფოტო, ვიდეო)

85

15 დეკემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ფონდი „ავტოგრაფის“ ორგანიზებით ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი კონცერტი „ისტორიას დარჩება“ გაიმართა.

კონცერტში მონაწილეობას ცნობილი მუსიკოსები იღებდნენ: ნიაზ დიასამიძე, პეჩო, უცნობი, ვაკის პარკი, ნიკა კაჩაროვი, დათო ევგენიძე, ეკო დეისაძე, Sophie Villy, LOUDspeakers-ი, The Window, The Mins-ი, Kung Fu Junkie, MAO, კაკადუ, Jetbird-ი, ჯერონიმო, რობი კუხიანიძე, ქეთათო, გელა ჩარკვიანი.

კონცერტისთვის, პირველად ქართულ რეალობაში, სპეციალურად დამზადდა ირაკლი ჩარკვიანის ვირტუალური გამოსახულება (ჰოლოგრამა), რომლის მეშვეობითაც მოხდა ერთ-ერთი ჰიტის თავად ირაკლის მიერ შესრულება.

მოამზადა: ნინი ელიკაშვილმა