ღრუბელი ისე იყო დაბლა ჩამოზნექილი კაცს ეგონებოდა სადაც არი ჩამოწყდებაო

61

ასეთ ამინდში უმეტესად მგონია, რომ ცა გაბრაზდა და პატარა ბავშვივით გაიბუტა. სადაცაა გაწვიმდება. წითელ შარფში გახვეული გოგონა სადარბაზოში დამფრთხალი კატასავით შემოვარდა. წვიმს. გოგონა დამღლელ და დამამძიმებელ ჩანთას იხსნის და კიბეზე ჯდება. ჩანთაც გვერდით უზის და წვიმის წვეთებს უყურებს, რომლებიც ციდან ლურსმნებივით ეხეთქებიან ძირს. სადარბაზო ბოლშია გახვეული. მეორე გასასვლელის კიბეზე მდგომი მოხუცი კაცი სიგარეტს ისე ეწევა, თითქოს გოგონას ვერ ამჩნევს. წითელშარფიანიც იმავეს ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის, ან უბრალოდ წლოვანება არ უწყობს ხელს, რომ სიგარეტი თამამად გააბოლოს. ხეები ტირილში ატარებენ წვიმის წუთებს, რაიმე კარგს და სასიამოვნოს ეძებენ ამ სიცივეში, მაგრამ ვერ პოულობენ. ხასითი თუ დასაწყისშივე ამღვრეულია, აზრი არ აქვს ბოლოში წმინდა წყლის ძებნას. გოგონას უყვარს ზამთარი, როცა გრძნობები და ფიქრები ჩვეულებრივზე მეტი და მოულოდნელია. ღრუბელი თანდათან მაღლა აიზნიქა და მზემ გამოანათა. ამღვრეული წყალი წმინდა დამხვდა.

 

სალომე ბოჭორიშვილი
15 წლის