როგორი ვიზუალის ქალები მოსწონთ ზოდიაქოს ნიშნებს

812

ასტროლოგები თვლიან, რომ ყველა ზოდიაქოს ნიშანს, ქალის სილამაზის საკუთარი ე.წ. ”კრიტერიუმები” გააჩნია იმის მიხედვით თუ რომელი პლანეტის მმართველობაშია მისი ზოდიაქო.

მაგალითად ვერძს გარეგნულად ნაზი, თუმცა არამორიდებული გოგონები მოსწონს. არც ზედმეტად პრანჭია და მოდაზე გადაყოლილი ქალი მოეწონება.

კუროსთვის ქალის მომრგვალებული ფორმებია ყველაზე მაცდუნებელი. ამიტომ თუკი კურო მამაკაცს ეფლირტავებით, დიეტა სინდისის ქენჯნის გარეშე გადადეთ განზე.

ტყუპი მამაკაცი თინეიჯერული გარეგნობის გოგონებით იხიბლება. მისთვის მიმზიდველია ასევე ქალი სათვალეით და მკაცრი უნიფორმით.

კირჩხიბი მამაკაცი იხიბლება ქალით, რომელსაც სოლიდური გარეგნობა აქვს და სასურველია, ეს უკანასკნელი დიდი მკერდითაც იწოდებდეს თავს.

ლომს დედოფლური, მკვეთრი იმიჯის მქონე გოგონები მოსწონს. მისთვის მოსაწონია ასევე ქალი, რომელიც თავმდაბლობით გამოირჩევა.

ქალწულს მოწესრიგებული, ყოველგვარი ზედმეტი გადაპრანჭულობისკენ ნაკლებად მიდრეკილი გოგონა მოეწონება. მისთვის მთავარია, ქალი ჰიგიენური, მოვლილი და მშვიდი იყოს.

სასწორი იხიბლება თოჯინას ტიპის გოგონებით. რაც უფრო მეტი აქსესუარი გიკეთიათ, სასიამოვნო კოსმეტიკის სუნი აგდით და კარგი სუნამო გაქვთ შერჩეული მით უკეთესი.

მორიელს ხიბლავს ბრუტალურად სექსუალური, ცოტა დაუდევარი ჩაცმის სტილის მქონე ქალები. არ არის აუცილებელია ბევრი კოსმეტიკა, საკმარისია მკვეთრი ფერის პომადა და ღრმა დეკოლტე მის მოსახიბლად.

მშვილდისანი ბავშვური, მხიარული გოგონებით იხიბლება. შეგიძლიათ მასთან პაემანზე დახეული ჯინსით, მაისურითა და კედებითაც მიხვიდეთ.

თხის რქას სოლიდური, რესპექტაბელური იმიჯის მქონე ქალი მიიზიდავს. ოღონდ ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე. დაივიწყეთ მკვერთი წითელი ლაქი და პომადა.

მერწყული აღფრთოვანებაში მოჰყავს მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმის მქონე ქალებს. შეგიძლიათ მასთან პირველ პაემანზე საკუთარი ხელით მოქსოვილ-შეკერილი სამოსითაც მიხვიდეთ.

თევზებს მოსწონს მოვლილი და დახვეწილი ქალები, ოღონდ მტკიცე ხასიათითა და კარგი მანერებით. ის აღფრთოვანდება, თუკი პაემანზე ლამაზი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით მიხვალთ.

წყარო