ბუნების საოცარი მოვლენები

288

ჩვენ პლანეტაზე უამრავი ულამაზესი ადგილია, ამავდროულად მისტიური და უჩვეულო. არასდროს ვიცით, რას გვიმზადებს ბუნება. ხშირად მეცნიერებს უჭირთ ახსნან ესა თუ ის მოვლენა. თუმცა არსებობჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენების ისეთი უჩვეულო სახეცვლილებები, რომლებიც დედამიწის მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას ხდება დაკლასიკური მეცნიერული ახსნები აქ უძლურია. გთავაზობთ ამ უცნაური ადგილების ათეულს:
მექსიკაში, ჩიხუახუას უდაბნოს ქვეშ მდებარე კრისტალების გამოქვაბული სავსეა უზარმაზარი, 10 მეტრის სიგრძის სელენიტის (კალციუმის სულფიტის) კრისტალებით. მათ მილიონობით წელი უნდა დასჭირვებოდათ ამხელა ზომების მისაღწევად. საკვირველი კიდევ ის არის, რომ როგორც წესი, სხვა მინერალების მსგავსი ტიპის იდიომორფული კრისტალები იმტვრევიან და დიდ ზომებს ვერ აღწევენ. მიუხედავად ლამაზი სანახაობისა, ამ გამოქვაბულში ჩასვლა არ არის რეკომენდირებული, რადგან 90% სინოტივისა და მუდმივი 50 გრადუსიანი სიცხის გამო ადამიანი მაქსიმუმ ნახევარ საათში იღუპება.

1huhu

ავსტრალიაში, შარკ ბეის სანაპიროზე ასეთ სურათს წააწყდებით. ერთი შეხედვით დიდი არაფერი ბაქტერიების ცოცხალი კოლონიებისტრომატოლიტები სხვაგანაც შეიძლება შეგვხვდეს. მაგრამ რა განცდა დაგეუფლებათ, როცა გაიგებთ, რომ ამ კოლონიის მაცხოვრებლები უძველესი ციანობაქტერიები არიან. ეს ბაქტერია ყველაზე „ხნიერი“ ცოცხალი ორგანიზმია ჩვენს პლანეტაზე. სხვა სიტყვებით, სწორედ ის იყო პირველი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ოდესღაც წარმოიქმნა დედამიწაზე.

2asas

თუ აფრიკაში გაემგზავრებით ამ ტბის სანახავად, ფრთხილად იყავით, წყალში თითის ჩაყოფაც არ დაგჭირდებათ, ისე მოკვდებით. კამერუნის, რუანდასა და კონგოს საზღვრების გადაკვეთაზე მდებარეობს სამი მკვდარი ტბა: ნიოსი, მონოუნი და კივუ. სამივე ყოფილი ვულკანის კრატერშია მოთავსებული და მათ ზემოთ და ირგვლივ ჰაერი სულისშემხუთველი ნახშირორჟანგითაა გაჯერებული. 1984 წელს მონუონი “ამოიფრქვა” და მისი ტოქსიური წყლისა და ნახშირორჟანგიანი ჰაერის ღრუბლისგან 37 ადამიანი დაიღუპა შორიახლოს მდებარე დასახლებაში.

3kmkds

ჩრდილოეთის ციალი“ – ეს საოცარი სანახაობა შეგიძლიათ ნორვეგიაში ნახოთ. მას ასევეავრორას“ უწოდებენ. პოლარული ციალი ორივე ნახევარსფეროს მაღალი განედებისსარტყლის ზონებში აღინიშნება, რომელსაც დედამიწის მაგნიტური სარტყელი არტყამს გარსს ანუ ავრორალურ ოვალებში. პოლარული ციალი ჩვეულებრივ ვლინდება საზღვრებიდანჩრდილოეთით ან სამხრეთით უმეტესად საღამოობით.

The Aurora Borealis dances across the sky on a cold clear night in Canada. My students and I got to photograph this amazing Northern Lights display on the last night of our Aurora photography workshop up at the Churchill Northern Studies Centre. Photography Tip: When shooting the night sky, with or without auroras, I like to include a little bit of earth st the bottom of my frame. Details like the building and trees here give a sense of scale to my night shots. In my opinion, the key is to include just enough foreground to ground the image's bottom edge but not waste too much space on the least colorful, least visually interesting part, of the composition. I will be leading another Northern Lights Photography workshop up to Churchill in early March 2015. Space is limited but we still have room for a few more photographers who want to see something amazing in the night sky. More details at http://www.davidmarx.com/workshops/northern-lights-photography-workshop/

“Great Blue Holeმსოფლიოში ცნობილი დიდი ცისფერი ხვრელი, ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი, რომელიც ბელიზის ბარიერული რიფის შემადგენლობაში. ის ატლანტის ოკეანეში მდებარეობს. მისი სიგანეა 400 მეტრი, სიღრმე 145-160 მეტრი. “ცისფერი ხვრელის” წარმოქმნა დაკავშირებულია უკანასკნელ მეოთხეულგამყინვარებასთან, როდესაც ზღვის წყლის დონე დაბალი იყო. ორმო ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ფრანგმა მკვლევარმა ჟაკ-ივ კუსტომ დიდი ცისფერი ორმო დაივინგის წამყვანადგილად მოიხსენია. უმჯობესია ამ ადგილს ვუწოდოთ არა “ცისფერი ხვრელი”, არამედ “ცისფერი ოცნება”, რადგან ასეთი ადგილი მხოლოდ ოცნებებში და სიზმრებში შეიძლება არსებობდეს. 

5jijkj

მწვანე სხივი მზის ჰორიზონტზე – ეს მომნუსხველი ოპტიკური ილუზია აღწერილი იყო „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მესამე ნაწილში. მისი ხილვა სინამდვილეშიც შესაძლებელია. ის ხდება იმ მომენტში, როდესაც მზე მთლიანად იმალება ზღვის ჰორიზონტით. ის რამდენიმე წამს გრძელდება, შესაძლებელია შუქი იყოს სხვა ფერიც – წითელი ან ლურჯი. ყველაფერი დამოკიდებულია ჰაერზე, რომელიც „პასუხისმგებელია“ ატმოსფერულ დისპერსიაზე.

6hgf

ყინულის ყვავილები არქტიკაში – ამ ულამაზესი სანახაობის ხილვა შესაძლებელია მხოლოდ პორალური რგოლის რაიონში. მისი გამომწვევი მიზეზია ტემპერატურებს შორის განსხვავება. ზღვის წყალი ორთქლდება, მაგრამ კონდენსატის წვეთები თითქმის მყისიერად იყინება.

7fgh

ორთქლის კოშკები ისლანდიაში – ორთქლის მკვრივი სვეტები ამოდის გეოთერმული წყაროებიდან. „კოშკების“ სიმაღლე 50 მეტრს აღწევს. პლანეტარული ნათების ფონზე ამ მოვლენას ჯადოსნური იერ აქვს.

8nknk

 წყალქვეშა ჩანჩქერი – მავრიკის კუნძულებზე ინდოეთის ოკეანეში Le Morne Brabant-ის სანაპიროსთან მდებარეობს. იქ მისულებს დაგხვდებათ გამაოგნებელი სანხაობა – წყალქვეშა ჩანჩქერი. მხოლოდ წყლის როლს ქვიშა ასრულებს, რომელიც რიფებიდან პირდაპირ ზღვის ფსკერში ეცემა.

9kmk

ცისფერი ლავა – კავაჰ იჯენში, ინდონეზიის ვულკანური სისტემის ნაწილში მდებარეობს გოგირდმჟავას ჯადოსნურ ტბაში. ადგილობრივი მომუშავეები ხშირად ყოფენ აქ ჩირაღდნებს, როდესაც მოიპოვებენ გოგირდს.

10njn

მოამზადა: თამო ლომაშვილმა