Epica Days in Tbilisi 2015 – გამარჯვებული ქართული კომპანიები

168

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრეატიული კომუნიკაციის 3 დღიანი ფესტივალი ქართული კომპანიების დაჯილდოვების ცერემონიით დასრულდა, რომელსაც საგამოფენო ცენტრმა “Expo Georgia”-მ უმასპინძლა.

“Epica Awards” დაარსდა 1987 წელს, პარიზში. ეს არის ადგილი, სადაც გლობალური სარეკლამო, PR, მედია, დიზაინ ინდუსტრიები ხვდებიან მარკეტინგსა და საკომუნიკაციო პრესას. “Epica Awards”-ის მიზანია, დააჯილდოვოს ყველაზე კრეატიული იდეა და საშუალება მისცეს სარეკლამო კომპანიებს, დიზაინერებს, ფოტოგრაფებს თავი დაიმკვიდრონ საკუთარი ქვეყნის გარეთ.

ყოველ წელს „ეპიკა“ უშვებს საუკეთესო ნამუშევრების კატალოგს. მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები ცდილობენ სწორედ ამ კატალოგში მოხვედრას. სადაც თავს იყრის დაახლოებით 80-მდე კატეგორია. ნებისმიერი სახის კრეატიული კომუნიკაცია, ეს იქნება სარეკლამო რგოლი, ბრენდინგი, დიზაინი, ილუსტრაცია თუ პრინტი. თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული ნამუშევარი კი ავტომატურად დაცულია პარიზის ლუვრის მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების მუდმივ ექსპოზიციაში.

“Epica Days in Tbilisi“ ღონისძიების ორგანიზატორი იყო ბატონი მიხო ქოჩაკიძე “Ultra Group”-ის (www.ultragroup.ge) დამფუძნებელი. მისი ორგანიზებით “Epica Days“ 2005 წელსაც ჩატარდა. ბ. მიხოს მიზანია, რომ მომავალში “Epica Awards”-ის გლობალური ცერემონია თბილისში ჩატარდეს და თვლის, რომ ქართველებს ამის შანსი გვაქვს, რადგან ყოველ წელს „ეპიკა“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში ატარებს დაჯილდოების ცერემონიას.

სპეციალურად “Epica Days in Tbilisi“-თვის თბილისში ჩამოვიდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერალი, ჟურნალისტი მარკეტინგისა და კომუნიკაციის სფეროში და „ეპიკას“ ჟიურის წევრი მარკ ტანგეიტი (Mark Tungate). ბ. მარკმა 3 დღის განმავლობაში ჩაატარა რამდენიმე მასტერკლასი გლობალურ საკომუნიკაციო სფეროსთან დაკავშირებით. ასევე, საუკეთესო კამპანიების და “Epica Awards”-ის ფესტივალზე გამარჯვებული კომპანიების ვიდეოჩვენებები.

ბ. მიხომ ქართულ საკომუნიკაციო კომპანიებს მისცა შანსი მონაწილეობა მიეღოთ “Epica Days in Tbilisi“-ზე, სადაც წარმოდგენილი იყო მათი უახლესი სარეკლამო ნამუშევრები. კონკურსის ჟიური კი თვით „ეპიკას“ წარმომადგენელი მარკ ტანგეიტი იყო.

ბ. მარკმა ქართველ მონაწილეებს შორის 4 საუკეთესო ავტორი გამოყო, რომელსაც სპეციალური პრიზი გადასცა. მათი ნამუშევრები კი გადაიგზავნა გლობალური “Epica Awards”-ის მომავალი წლის დაჯილდოვებაზე.

YellowBlog.Ge წარმოგიდგენთ “Epica Days in Tbilisi 2015” გამარჯვებულებს და წარმატებას უსურვებს “Epica Awards”-ის 2016 წლის დაჯილდოვებაზე!

 

1. ABK AD – ალპინას ბავშვის ოთახის საღებავი

ნომინაცია: Best Video

რეჟისორი: ვასკა ქართველიშვილი

 

2. TBC  TV AD – Speed Matters Campaign  

რეჟისორი: დავით ჯიბლაძე

ნომინაცია: Best Ad Campaign

 

3. Leavingstone Advertising Agency – Pay for the Air you Breathe

კრეატიული დირექტორი: ლევან ლეფსვერიძე

ნომინაცია: Best Web

 

 

4. Branding.ge – „რანინა“

დიზაინერი: მაკა ჭიჭინაძე

ნომინაცია: Best Print

ranina

 

მოამზადა:
საკო კოჭლამაზაშვილმა