გახდება თუ არა ჯანეტ ქერდიყოშვილი ”მის სამყარო”

360

ქართველი მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი ”მის საქართველო 2011” ”მის სამყაროში” იღებს მონაწილეობას. კონკურსი 2015 წლის 20 დეკემნბერს გაიმართება და ყველა ქვეყნის მსოფლიოს ლამაზმანები შეეცდებიან დედოფლის გვირგვინის მოპოვებას.

ჯანეტი უკვე რამდენიმე დღეა, ლას ვეგასში იმყოფება და წინასაკონკურსო პერიოდის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებს.

ჯანეტ ქერდიყოშვილს ”მის მსოფლიოზე” მონაწილეობა 2013 წელს უნდა მიეღო, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კონკურსზე ვერ გაემგზავრა.

სოციალურ ქსელში ჯანეტს ქართველები გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ. ”ყველაზე ლამაზი ხარ, აუცილებლად გახდები გამარჯვებული”, წერენ ჯანეტის სილამაზით მოხიბლული ქართველები. იმედია, ქართველი ლამაზმანი გამარჯვებული თუ ვერ გახდა, ხუთ საუკეთესო გოგონას შორის მაინც მოხვდება.

janeti8

 

წყარო