10 არგუმენტი, თუ რატომ არის კარგი ცოლად ლაშქრობის მოყვარული გოგონას შერთვა

504

ოდესმე თუ გიფიქრიათ მოლაშქრე ცოლის მოყვანაზე?  როგორც ამბობენ, თურმე არსებობს მინიმუმ 10 მიზეზი, რის გამოც საცოლე მოლაშქრეებს შორის უნდა ეძებოთ

1. მას შეუძლია გემრიელი კერძი გააკეთოს არაფრისგან.

2. ფრაზა: ”მთავარია სიყვარული, თორემ ცოლ-ქმარი ცულის ტარზეც იცხოვრებსო” მას პირდაპირ ესმის.

3. დადის ბევრს, შორს და მაღლა – შედეგად, არის მოხდენილი, მოქნილი და – მკვრივი უკანალით.

4. შეუძლია ცარიელ ადგილას შექმნას სიმყუდროვე.

5. მის დასაპყრობად არ არის საჭირო ძვირად ღირებული მანქანა, მაგარი ტელეფონი და სავალუტო ანგარიში ბანკში. საკმარისია დროულად მიაშველო მხარი, ამოიღო მისი ზურგჩანთიდან მძიმე ნივთები და ისწავლო სალაშქრო სიმღერა.

6. საქორწინო მოგზაურობა ვალებში არ გადაგაგდებთ – სავარაუდოდ, მას გაატარებთ მთებში, გამოქვაბულში ან ველოსიპედზე.

7. რად გინდათ 40-წლიანი იპოთეკა? საკმარისია მსუბუქი და კომფორტული კარვის ყიდვა.

8. დაბადების დღეზე არ მოგიწევთ ქურქის ან ბრილიანტის ყიდვა. გაცილებით მეტად გაუხარდება, თუ სუპერმსუბუქ საძილე ტომარას აჩუქებთ.

9. სითბოსთვის წელიწადის ნებისმიერ დროს საკმარისი იქნება ერთი საზაფხულო საძილე ტომარა ორისთვის.

10. არასდროს გაგიბურღავთ ტვინს ახალი კომოდის ან ჩექმების ყიდვაზე.

და რაც მთავარია, ეს ნაზი, მაგრამ ძლიერი გოგონები სამყაროს ისევე უყურებენ, როგორც თქვენ.