მეცნიერებმა ქალის ტუჩებსა და ორგაზმს შორის კავშირი აღმოაჩინეს

74

შოტლანდიელი მეცნიერების ცნობით, ქალის ტუჩის ფორმის მიხედვით შესაძლებელია დადგინდეს რამდენად შეუძლია მას სექსის დროს ორგაზმის მიღწევა. აღმოჩნდა, რომ იმ ქალებს, რომელთაც აქვთ სავსე, მკვეთრად გამოკვეთილი ტუჩები, ხოლო ზედა ტუჩის მოხაზულობა წააგავს ასო “M“-ს, ორგაზმის მიღწევის 12-ჯერ მეტი შანსი აქვთ, ვიდრე მათ, ვისი ტუჩებიც ნაკლებად გამოკვეთილია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თუ თქვენ გსურთ განიცადოთ ორგაზმი პარტნიორის დახმარების გარეშე ტუჩის ფორმას ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

შოტლანდილემა მკვლევარებმა ამ საკითხთან დაკავშირებით 258 ქალბატონი გამოკითხეს, რომელთა ასაკიც 18-35 წლამდეა. კვლევის მონაწილეები აღწერდნენ საკუთარი ტუჩების ფორმას და მათ სექსუალურ ჩვევებს. გამოკითხულთა 95%-მა, რომელთაც მკვეთრად გამოხატული, დაბურცული ტუჩები ჰქონდათ, აღიარეს, რომ მათ ორგაზმის განცდა პარტნიორის გარეშეც შეუძლიათ. ხოლო ნაკლებად რელიეფური ზედა ტუჩის მქონე ქალბატონებს შორის მხოლოდ 60% აღმოჩნდა ისეთი, ვისაც საკუთარი თავის დაკმაყოფილება თავადაც კარგად გამოსდის.

ექსპერტები აცხადებენ, რომ მიუხედავად ასეთი შედეგისა, ქალბატონებმა, რომელთაც არ აქვთ ტუჩის მკვეთრი ფორმა, არ უნდა იღელვონ, რადგან კვლევამ აჩვენა, რომ ტუჩის ფორმას სხვადასხვა გზებით ორგაზმის მიღწევისას მნიშვნელობა არ აქვს.

წყარო