ჩემი ახალი კლასის წინ ვდგავარ და ვცდილობ დავაკაკუნო

134

დედამ დააბარა, არ ინერვიულო, ხომ იცი, კარგი კლასიაო. ლიზიც არ ნერვიულობდა, ყოველ შემთხვევაში, თავს აჯერებდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. მეორე სართულზე ჩუმად ავიდა. უკვე  ათის ნახევარი გამხდარიყო და ალა-ალაგ  იყვნენ დარჩენილნი გარეთ გამოგდებული ბავშვები. დერეფანში დაბოდიალობდნენ და ყველა გამვლელს თვალს აყოლებდნენ. ლიზის წინა დღეს უთხრეს, მეცხრე მეექვსე  კლასია შენიო. ხოდა, ძებნა დაიწყო. ყველას ჩაუარა. თან კარგად იხსენებდა იმ ქალის სიტყვებს. ფიქრობდა, ხომ სწორედ მახსოვსო. საათს დახედა. ზარის დარეკვამდე 10 წუთი დარჩენილიყო. იფიქრა, დაველოდებიო, მაგრამ ვიღაც ქალმა ჩაიარა და ლიზიც დაედევნა.

– უკაცრავად, მეცხრე მეექვსე კლასი რომელია?

– ცოტა ხო არ აგვიანებთ? გაკვეთილი უკვე მთავრდება, თკვენ კი დაბოდიალობთ დერეფანში!

– იცით, მე ახლა გადმოვედი.

– გეთქვა მერე, რამდენს მალაპარაკებ! თქვენი კლასი ესაა! – და ხელით აჩვენა.

ქალი შეტრიალდა  და წავიდა. ლიზი დაიბნა. ცოტა გულიც აუჩქარდა, კლასთან დადგა და ტექსტი დაალაგა.

– ესე იგი, უკაცრავად, მე ახალი ვარ, თუ  – უკაცრავად, მე ლიზი  ვარ და ახალი ვარ.

გაბრაზდა. დიდები ვერსოდეს გაიგებდნენ, ლიზი როგორ ნერვიულობდა. ახლა, ყოველ შემთხვევაში, ესე მიაჩნდა ახალ გადმოსულს. საბოლოოდ, ზარის დარეკვას დაელოდა. კიბეებზე ქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა გაისმა ისევ ის ქალი რომ შეხვედროდა,  არ უნდოდა. კარზე დააკაკუნა. ზარი დაირეკა. ლიზიმ  ჩქარა ამოიოხრა და თქვა: გამარჯობა,  მე ლიზი ვარ და ახალი ვარ.

 

ელენე მეტრეველი,
15 წლის