შემოდგომის მელანქოლიური სევდა

74

სკოლიდან გამოვედი, ცრიდა. დაღლილი ვიყავი, მძიმე ჩანთას ძლივს მოვათრევდი. წიგნები ჩანთაში რიტმულად ხტოდნენ.  გაჩერებაზე დავდექი.

– ბედი არ მაქვს რა, დაბადებისდღეზეც სკოლაში რომ წახვალ! – უკმაყოფილოდ მოვიჭმუხნე.

რამდენიმე ადამიანმა გაოცებულმა შემომხედა, მეც სახე გავასწორე და ჩანთიდან ყურსასმენები ამოვაძვრინე. ავტობუსი მოვიდა, სწრაფად ავედი და ჩემი საყვარელი ადგილიდავიკავე. წვიმის წვეთები ფანჯრებზე ცურავდნენ. ერთი-ორმა მაწანწალა ფოთოლმაც ჩაინარნარა. მიყვარს შემოდგომა, განსაკუთრებით ჩემს დაბადების დღეზე. რაღაც უცნაური გრძნობა შემომეპარა. სიტკბომ, სევდამ და მხიარულებამ ერთად შემომიტია.

ჩავთბი… ქალაქიც ნისლში ჩაიძირა…

 

ნინი ბიწაძე,
14 წლის