პარკი, რომელსაც ფრენა მოუნდა

86

შემოდგომის ფოთოლი მოწყდა ვაშლის ხეს და პოლიეთილენის პარკს.

– უი, ბოდიში, არ მინდოდა აქ დაჯდომა. ქარის ბრალია ყველაფერი.

მოყვითალო ფოთოლი გაწითლდა და პარკს მოშორდა.

– არაუშავს, თავის დროზე მეც ვიხრწნებოდი, აქ არ დამტოვოთ-მეთქი, მაგრამ ვინ მომისმინა?!

– დიდი ხანია, აქ ხარ?

– ორი დღე იქნება!

– არადა, ახალ მოსულს ჰგავხარ!

– ხო, ვცდილობ, მარტოობა არ შევიმჩნიო…

– ცივა, ხო?

– ხო, აცივდა.

– კარგი, წავედი მე, ცოტას ვიფრენ და სადმე მივალ, შენც იგივე ქენი, არ გაწყენს!

ფოთოლი ახტა და ქარმა მაშინვე მოსტაცა იქაურობას. ისევ მარტო დარჩა უფერული არსება. იწრიალა, ცას ახედა. მერე თავის თავს შეხედა და მიხვდა, რომ  მართალი იყო ფოთოლი, ტყუილად იწვა მწვანე მინდორზე. ახტა ერთხელ,  ქარმა ვერ დაინახა,  ახტა მეორედ,  მესამედ და არაფერი რომ არ გამოუვიდა, ყვირილზე გადავიდა:

– ფრენა მინდა! ვინმე დამეხმარება? არავინ არ არის? ჰეი, ვინმე დამეხმარება?

არავინ რო არ ამოვიდა, ტირილიც დაიწყო, რა უბედური ვარო, ეს თქვა და ცოცხმა ჩაიხუტა. მაგრად ჩაიკრა გულში და დაბნეულამა უთხრა:

– გამარჯობა, შენ ჩვენიანი ხარ!

 

ელენე მეტრეველი,
15 წლის