ბედნიერება 9 მთას იქით

321

სალომეს ბლოგი

არსებობს ასეთი ფორმულა: ,,ბედნიერება არ არის აკეთო ის, რაც გინდა, არამედ გინდოდეს ის, რასაც აკეთებ”.

    ალბათ ხშირად გვიფიქრია, თუ რა არის ბედნირება, მაგრამ არასდროს გვიპოვია სწორი პასუხი, სწორი განსაზღვრება. ვფიქრობ, კონკრეტული პასუხი არც არსებობს. ის უბრალოდ უნდა შეიგრძნო.ბედნიერება ყოველთვის სხვადასხვა შეგრძნებით, სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული.

    ჩემ თავს ყოველთვის შთავაგონებ: ეძებე ბედნიერება საკუთარ თავში, თუ ის იქ არ არის, მაშინ ვერსად ვერ იპოვი…

    ერთი რამ მაძლევს ძალას და იმედს. ვიცი, რომ ოცნება ყოველთვის ახდება, თუ გულით გინდა. ბედნიერებისათვის არ არის აუცილებელი გყავდეს მაგარი მანქანა, გქონდეს ძალიან მაგარი სახლი,კარგი ტანსაცმელი ან კარგი მობილური… ბედნიერება, შესაძლოა სულ პატარა რამემაც მოგანიჭოს… თუნდაც ძველი ან რაღაც წარსულთან დაკავშირებულმა მუსიკის მოსმენამ, თბილმა ხელებმა,წვიმის წვეთებმა, მეგობრებთან ერთად ყოფნამ, “Facebook“-ზე იმ ,,ერთის” მწვანედ განათებამ და ერთმა „sms“-მა…

     თუ გონებაში გამჯდარი გაქვს, რომ ხარ უბედური და ვერასდროს იქნები ბედნიერი, მაშინ ეს სამწუხაროდ ასე იქნება… პოზიტიური განწყობა კი პირიქით, ცხოვრებას უფრო ნათელს ხდის დაუამრავი პრობლემის მიუხედავად ერთ დღეს მაინც გაგაღიმებს.

    ბედნიერება წვრილმანებშია და სულაც არ არის საჭირო ,,ცხრა მთისა და ზღვის გადალახვა” მის საპონვნელად. ის სულაც არ არის მიუწვდომელი, პირიქით ჩვენს გვერდითაა, რომელიც თბილისიტყვებით, მოფერებით, წარმატებითა და დამოკიდებულებით განისაზღვრება.

სალომე უბირია