7 გემრიელი პროდუქტი შემოდგომის “დეპრესიის” დასამარცხებლად

349

რუბრიკას წარმოგიდგენთ body-care.ge

შემოდგომის „დეპრესია” სამწუხაროდ გარდაუვალია – ბუნება იცვლის რიტმებს და ჩვენი ჰორმონალური სისტემა ასეთ ცვლილებებს მგრძნობიარედ ეხმიანება. მაგრამ არსებობს საკვები, რომელიც ადვილად გადაგვატანინებს შემოდგომის „დეპრესიას“ და არ მისცემს ,,ყოვლისმომცველ ნაღველს,, ჩვენი დაპყრობის საშუალებას.

ესაა 7 გემრიელი პროდუქტი, რომელიც გვიმაღლებს გუნება- განწყობას:

1) კაკაო – ცნობილი ,,ბედნიერების პროდუქტი,,. კარგია დღეში 1 ჭიქა ნატურალური კაკაო ან 30 გრ შავი შოკოლადი. არ გირჩევთ ამ მიზნით რძიან ან თეთრ შოკოლადს, რადგან მათში კაკაო ცოტაა და შაქარი ბევრი, ამას კი საერთო არა აქვს სეროტონინთან.

2) ბანანი- მასში არსებული ვიტამინი B6 ჩვენს კუჭში ბანანშივე არსებულ ამინომჟავებს გადააქცევს სეროტონინად. ამ ხილში კალიუმის შემცველობა კი აღადგენს ჩვენს კუნთოვან სისტემას და გვამყოფებს ტონუსში.

3) კოჭას, თაფლისა და ლიმონის კოქტეილი – ეს ჯადოსნური სასმელი გვიწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, გვიმაღლებს იმუნიტეტს და გვიცავს ვირუსებისაგან.

4) ორაგული (ან კალმახი) – მასში არსებული ომეგა-3 ხელს უწყობს ტვინის ოპტიმალურ ფუნქციონირებას. სასურველია თევზი შევწვათ გრილზე ან ჰაერღუმელში, რომ შემწვარმა ზეთმა მისი მარგებლობა ხოლესტერინით არ გააფუჭოს.

5) ბულგარული წიწაკა – ტკბილი წიწაკა მდიდარია C და P ვიტამინებით, რომლებიც ამაგრებენ სისხლძარღვების კედლებს და ამაღლებენ იმუნიტეტს. ეს ბოსტნეული დადებითად მოქმედებს ინტელექტუალურ სისტემაზე და აუმჯობესებს მხედველობას, კარგია უძილობისა და სტრესების დროს. ასეთივე მოქმედება აქვს სტაფილოსა და ბროკოლის. ამიტომ ეს ბოსტნეული შემოდგომაზე თქვენს მაცივარში აუცილებლად უნდა იყოს.

6) ნიგოზი – ეს ნამდვილი წამალია ტვინის რუხი ნივთიერებისათვის. ის გვავსებს ენერგიით და აუმჯობესებს მახსოვრობას. ნიგვზის ჯადოსნური ნივთიერება – ტრიპტოფანი უკეთ იწოვება ფაფებთან ერთად.

7) და ბოლოს.. ყველასთვის საყვარელი სალათი ,,ცეზარი,, – შემოდგომაზე ეს ყველაზე მთავარი კერძია, რადგან მასში შემავალი ყველა პროდუქტი ანტიდეპრესანტია. აუცილებელია ქათმის ან ინდაურის თეთრი ხორცი, რადგან მასში შემავალი ფენილალანინი გვიმაღლებს სეროტონინს. სრული კომპლექტისათვის – მწვანე სალათა, რუკოლუ, პამიდორი ,,ჩერი,, და კვერცხი. სოუსისათვის კი საჭიროა ცოტა არაჟანი ნივრით, არარაფინირებული ზეითუნის ზეთი და ცოტა შავი წიწაკა. გირჩევთ არ გააფუჭოთ ეს ჯადოსნური სალათი შემწვარი პურით და მდოგვით:) ის ხომ ასედაც ძალიან გემრიელია…

მიაგენით სეროტონინის ასაწევ პროდუქტებს და მზე უკვე თ ქ ვ ე ნ გ ა ნ გამოანათებს!!

წყარო: body-care.ge