რატომ ვერ განიცდით ორგაზმს? 6 მიზეზი

228

ქალისთვის ორგაზმის მიღწევა რთული მათემატიკური ამოცანის ამოხსნასავით არ უნდა იყოს. სამწუხაროდ, ქალების დიდ ნაწილს სიამოვნების მიღება მაინც უჭირს. ჩვენ გავესაუბრეთ ექიმებს და გამოვიკვლიეთ სავარაუდო მიზეზები.

1. იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც ორგაზმის მიღწევას შეუძლებელს ხდის
წამლების დიდი ნაწილი სექსუალურ ჰორმონს თრგუნავს, შედეგად ქალი რთულად აღწევს ორგაზმს ან საერთოდ ვერ განიცდის. დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს და სთხოვეთ მედიკამენტი გამოგიცვალოთ.

2. თქვენი სექსი მოსაწყენია
ვაგინაში ასოს მოთავსება სექსი კი არა ცხოველური ჟინის დაკმაყოფილებაა. პარტნიორს უნდა გრძნობდეთ, მასთან ემოციური კავშირი უნდა გქონდეთ. აქტი ამ შემთხვევაში ხდება სექსი. ზოგადად ქალს კაცის დახმარების

გარეშეც შეუძლია სიამოვნების მიღება თუ ფანტაზიას აამუშავებს და ხელს/ვიბრატორს მოიხმარს. თუ პარტნიორი უძლურია, მიენდეთ საკუთარ თავს.

3. დასტრესილი ხართ
იხდით და გახსნდებათ, რომ წინა მცდელობისას ორგაზმს ვერ მიაღწიეთ. წინასწარ ითრგუნებით რომ შეიძლება ეს ცდაც უშედეგოდ დამთავრდეს. თუ იფიქრებთ რომ სიამოვნების მიღება გინდათ, არაფერი გამოვა. სექსისას ყველაფერი ბუნებრივად უნდა მოხდეს.

4. არ იცნობთ საკუთარ თავს
თუ თქვენ არ იცით ადვილად რა ,,განთებთ,” რომელია თქვენი ეროგენული ზონები, საყვარელი პოზები, რაზე ფიქრი მოგწონთ, ბუნებრივია რომ სექსისგან სიამოვნებას ვერ  იღებთ. შეისწავლეთ საკუთარი თავი. არ იმსჯელოთ რა არის სწორი და რა არასწორი, უბრალოდ ჩამოწრეთ ყველაზე გარყვნილი ფიქრები და სურვილები.

5. გამოიყენეთ ლუბრიკანტი
ხანდახან საშოს სისველე აკლია და ლუბრიკანტის დახმარება სჭირდება. სიმშრალის დროს სქესობრივი აქტი უსიამოვნო ხდება.

6. შეიძლება რეპროდუქციული სისტემის პრობლემები გაქვთ
სამედიცინო დარღვევები პირდაპირ აისახება ორგაზმზე. შეიძლება კლიტორი დაგიზიანდათ. საშოს ეს ნაწილი სიამოვნების მიღებას უზრუნველყოფს

 

წყარო