უძველესი დროის სულისშემძვრელი რიტუალები

232

სისხლითდაწერილი  კანონები, უმოწყალო, მტანჯველი სარიტუალო  სცენები, მსხვერპლშეწირვა,  ტოტემური  რწმენა-წარმოდგენები  უწინდელი  ეპოქების  ხალხთა ჩვეულიამპლუა იყო. სულისშემძვრელი  სანახაობები  მათი  ყოველდღიური ცხოვრების  განუყოფელ ნაწილს  წარმოადგენდა.

 

ფამადიჰანა
ერთ-ერთ  უსასტიკესი რიტუალი – ფამადიჰანა, რაც მადაგასკარში  მობინადრე  მალაგასიელებისთვის უცხა ფრაზაა და  „მშვიდად განისვენე”-ს ნიშნავს. იმისთვის, რომგარდაცვლილი ადამიანის ხრწნის პროცესი დაჩქარდეს, რაც მათი რწმენით,  აუცილებელ პროცესია,  სულის ამქვეყნიერებიდან სამუდამო განსასვენებელში  გადასანაცვლებლად,გარკვეული პერიოდის შემდეგ მალაგასიელები თხრიან გვამს და ნარჩენებს ახვევენ სუფთა ქსოვილებში. ამის შემდეგ, ისინი გვამთან ერთად ცეკვავენ საფლავის გარშემო ცოცხალიმუსიკის თანხლებით. ფამადიჰანას რიტუალი 7 წელიწადში ერთხელ სრულდება, მას 3 საუკუნის ისტორია აქვს თუმცა, ადგილობრივი ქრისტიანული ეკლესიები დიდი ხანიაუშედეგოდ ცდილობენ  მის აღმოფხვრას

3a

სატი
ამჟამად ეს ტრადიცია ინდოეთში კანონით აკრძალულია, წარსულში კი ახლად დაქვრივებული ქალები ქმრის დაკრძალვისას თავს მსხვერპლად სწირავდნენ და სამგლოვიაროკოცონში ცოცხლად იწვოდნენ. დიახ, ეს ნამდვილად იყო სისასტიკის უკიდურესი გამოვლინება, რადგან აღნიშნული ქმედება მხოლოდ ნებაყოფლობითი არჩევნით არშემოიფარგლებოდა, ხშირად ქალები მათი სურვილის საწინააღმდეგოდ მიჰყავდათ  ცეცხლში  დასაწვავად. უცნობია, რამ გამოიწვია ამ ტრადიციის გაჩენა, ერთ-ერთი  ვერსიით, ასე ამცირებდნენ  ცოლის  მიერ  ქმრის მკვლელობის (როგორც წესი, საწამლავით) შემთხვევებს, რისი  მიზეზიც საყვარელზე დაქორწინება იყო. ასევე შესაძლოა, ეს იყო გზა, რომ ცოლ-ქმარი  სიკვდილის შემდეგაც ერთად ყოფილიყო და ქმრის  სული  მდედრ  ანგელოზებს  არ  მოეხიბლათ. აღსანიშნავია, რომ  ინდოეთი  არც  პირველი  იყო  და  არცერთადერთი, რომელიც ამ ტრადიციით მიჰყვებოდა. მსგავსი  ტრადიციები გვხვდება ძველ  ეგვიპტეში, საბერძნეთში.

4a

თითების ამპუტაცია
დასავლეთ  პაპუა-ახალ  გვინეაში  მობინადრე  დანის  ტომს, ახლობელი  ადამიანის გარდაცვალებიდან  გამოწვეული  მწუხარების  აღსანიშნავად,  თითების  მოჭრის ტრადიცია  გააჩნდა. ამ გაუგებარი  და სასტიკი  რიტუალის  შესრულება სავალდებულო  იყო  გარდაცვლილის  ყველა  ახლობელი  ქალისთვის, ასევე ბავშვებისთვის. თითების  მოკვეთით  აამებდნენ  და  ამავე  დროს  იშორებდნენ სულებს,  ასევე  ეს  იყო  ტანჯვისა  და  გლოვის  გამოხატულება. მოკვეთა  ნაჯახით ხდებოდა,  მანამდე კი უდანაშაულო მსხვერპლებს  ბაწრით  მაგრად კრავდნენ. მოჭრილ ნაწილს აშრობდნენ და წვავდნენ, ფერფლს კი სპეციალურ ადგილას ინახავდნენ.  ამჟამად ახალ გვინეაში ეს რიტუალი  აკრძალულია, თუმცა  მისი გადმონაშთები კვალავაც  შემორჩენილია  მოხუცი ხალხის ცნობიერებაში.

1a

ენდოკანიბალიზმი
ზოგიერთ  კულტურაში  გარდაცვლილის  საუკეთესო პატივისცემად  მისი  სხეულით ნადიმობა  ითვლებოდა.  ანთროპოლოგების  მიერ ენდოკანიბალიზმად  წოდებული პროცესის მეშვეობით, ახლად  გარდაცვლილსა და ცოცხლებს შორის სამუდამო კავშირი  მყარდებოდა. გარდა   ამისა, ეს იყო საშუალება, გამოეხატათ ზიზღი და შიში, რომელიც უკავშირდებოდა სიკვდილსა და მის ტრაგიკულ  თანმხლებ  მოვლენებს. დღესდღეობით,  ეს  პრაქტიკა  აღარ  არსებობს (ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არ გვაქვს ცნობები),ხოლო  წარსულში  ფართოდ   იყო   გავრცელებული პაპუა-ახალ გვინეელ  მელანეზიელებსა და ბრაზილიელ ვარის ტომელებში.

2a

ასეთი  სისხლიანი  კანონებითა და ადათებით  იწერებოდა  ძველი მსოფლიოს ხალხთა  საუკუნოვანი  ისტორია, ასე  მოვიდნენ ისინი  დღემდე.

მოამზადა: მარი ვარამაშვილმა