ნისლები მოდიან

72

აგვისტო მიილია. ბარში ამ დროს ძალიან ჩამოცხა. მთაში კი რომელსაც არც გაზაფხული აინტერესებს და არც ზაფხული და რომელსაც თავისი კანონები აქვს, ოდნავ გრილდება. გარემო ნაკადულის ხმას გაუყრუებია, რომელიც ონავარი ბავშვივით მთელ დღეს თამაშში ატარებს, ხან რომელ ლოდზე შემოხტება, ხან რომელზე. ცოტაც და მზე მთის მწვერვალს  მოეფარება. ხეობიდან ნისლი მოიპარება, სიბნელესთან ერთად. მოდის ჩუმად თითქოს არ სურს, რომ ხალხმა მისი მოსვლა შენიშნოს. არემარეს იდუმალ ბურუსს ახვევს თავს, რომელსაც მხოლოდ დილით მიმოფანტავს მზის სხივები აქეთ-იქით.

 

თომა იჩუაიძე,
17 წლის