ჩუქჩუქა მატარებელი

97

ბინდდება. თოვაც შეწყდა. მატარებელში ფუსფუსი თანდათან მიილია. ლაპარაკისგან დაღლილი მგზავრები, თავიანთი სკამებიდან აკვირდებიან დათოვლილ არემარეს და ღრმა ფიქრებს მისცემიან. მყუდროებას მხოლოდ მატარებლის ხმა არღვევს. იგი დინჯად, მაგრამ შეუპოვრად მიიწევს წინ. გარემო გაყუჩებულა, თითქოს რაღაცის მოლოდინშია. სიჩუმე და მატარებლის ხმა თავისას შვრება და სულ ცოტა ხანში მგზავრებს თვალები ეხუჭებათ. ფხიზლად მხოლოდ მემანქანეღა რჩება, რომელსაც ამ ჯადოსნური ტრანსპორტის მართვა აკისრია.

 

თომა იჩუაიძე,
17 წლის